x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ვუჰანის საავადმყოფოს დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, გარდაიცვალა
დოქტორი ლიუ


59 წლის დოქტორი ლიუ ცზიმინგი, რომელიც ვუჰანში მდებარე საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა, საიდანაც კორონავირუსმა დაიწყო გავრცელება, გუშინ ეპიდემიის შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩინური ოფიციალური მედია იუწყება.


მისი კოლეგა იმავე საავადმყოფოდან ამბობს, რომ დოქტორი ლიუ ჯანმრთელობას არ უჩიოდა და მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა თანამშრომლის სიკვდილი.


იმავე საავადმყოფოში პარასკევს გარდაიცვალა პერსონალის კიდევ ერთი წევრი, კერძოდ კი 59 წლის მედდა, რომელსაც ასევე ფილტვის მწვავე უკმარისობა დაუდგინეს.



როგორც “ჩაინა ნიუსი” იუწყება, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ამჟამად უკვე დაავადებულია სამედიცინო სფეროს 1700-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო მათგან ექვსი მხოლოდ გასული კვირის ბოლოს დაიღუპა.


ვუჰანის ჰოსპიტალი


გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი არის ჰუბეის პროვინციიდან, რომლის დედაქალაქ ვუჰანიდან დაიწყო დაავადების გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით.


შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 74 ათასს აღწევს, საიდანაც დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 1800-მდე არის გაზრდილი, ხოლო კვირას ევროპაში უკვე აღნიშნული ვირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0