x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463845
5 რჩევა სილამაზის შესანარჩუნებლად
image

ყოველთვის გვიკვირს ალბათ იმ ქალბატონების, რომლებიც მუდმივად ახერხებენ ფორმაში ყოფნას და მუდმივად ბრწყინავენ.მათ აქვთ პრიალა კანი, მილიონდოლარიანი ღიმილი და საოცარი მიმზიდველობა.რა აქვთ ამ ლამაზ ქალებს, რაც მათ ხდის ასე ლამაზს? მოდით ვისწავლოთ ყველაზე ლამაზი ადამიანების ჩვევები!

რა ხდის ადამიანს მშვენიერს?

მშვენიერი ხალხი ზრუნავს საკუთარ თავზე! როდესაც საკუთარ თავზე იზრუნებთ, უფრო ბედნიერი იქნებით, უფრო თავდაჯერებული და შესაბამისად, უფრო მშვენიერი!


რას აკეთებდით? რა გეცვათ? სად იყავით? ვისთან ერთად იყავით? რატომ გრძნობდით თავს ლამაზად?


ყველაფერი საკუთარი თავის ზრუნვით იწყება. დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში და გაიღიმეთ. ყველაფერი, რაც თქვენ გრძნობას გიქმნით და კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, სწორედ ის გალამაზებთ. ეცადეთ უმეტესი დრო გაატაროთ ისეთ ადამიანებთან და ისეთ გარემოში, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, რომლებიც თავს ლამაზად და თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ, სილამაზე შიგნიდან მოდის.



პირველი რჩევა გახლავთ სტრესის გაქრობა ჩვენი ცხოვრებიდან. სტრესი არღვევს თქვენს გარეგნობას !! ჩვენი კანი რეაგირებს სტრესზე ანთებით დაავადებასთან, სისხლის ნაკადის დაქვეითებასთან, ალერგიულ რეაქციებთან ერთად, როგორიცაა ხიხინი, აკნე, და წონის მომატება. თქვენი კანი ასევე გახდება მშრალი და თხელი და უფრო მიდრეკილი დაზიანებისკენ. მედიტაცია და რელაქსაცია დაგეხმარებათ გონებისა და სხეულის დამშვიდებაში. ლამაზმანებმა არ მისცეთ პატარა პრობლემებს უფლება, იმოქმედონ თქვენზე!


მეორე აუცილებელი რჩევა გახლავთ ძილი. ლამაზი ხალხი ძილს პრიორიტეტად აქცევს! თქვენ ვერ გრძნობთ თავს მშვენივრად, როდესაც გამოუძინებელი და დაღლილი ხართ! ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება თქვენს მთლიან ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ძნელია მშვენივრად იგრძნო თავი მუქი წრეებით და ჩაცვენილი თვალებით. ძილის ცუდმა ხარისხმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესის მომატება, შფოთვა და დეპრესიაც კი.


მესამე რჩევა კი მოითხოვს იზრუნოთ თქვენს სხეულზე. ლამაზი ადამიანები ზრუნავენ თავიანთ სხეულზე! დღეში ათი წუთი ვარჯიში ყველაფერს სჯობს! თუ არ გაქვთ დრო, რომ სპორტული დარბაზევში იაროთ დღეში მხოლოდ 10 წუთი გამოიყავით მარტივი ვარჯიშების გასაკეთებლად, ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. აუცილებლად უნდა იმოძრაოს თქვენმა სხეულმა!ჭამეთ ჯანსაღი, ძლიერი საკვები.


მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, იყავით თავდაჯერებული!ლამაზი ხალხი კომფორტულად გრძნობს თავს. ატარეთ ის, რაც გიხარიათ!სცადეთ სიახლეები და იპოვნეთ თქვენი პირადი სტილი. თავდაჯერებულობა მხოლოდ ის არ არის, რასაც შიგნით გრძნობთ, ის გარეგნულად ჩანს. რაც შენ უნიკალურს გხდის არის ის რაც შენ ლამაზს გხდის!


მეხუთე რჩევა კი არის ღიმილი! ლამაზი ხალხი იღიმება! თქვენ უფრო ლამაზად გამოიყურებით როდესაც იღიმით! და თუ სწორად იზრუნებთ თქვენს კბილებზე, კიდევ უკეთესი! მარგალიტივით თეთრი კბილები თვალისმომჭრელს გახდის თქვენს ღიმილს.


0
192
შეფასება არ არის
ავტორი:ამელი18
ამელი18
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0