x
image
კატაპულტი
ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

image
თითქმის უკვე ორი თვეა კორონავირუსი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. აზიის ქვეყნებში ხალხი პანიკაშია, დანარჩენ სამყაროში კი ცდილობენ ვირუსი მათთანაც არ გავრცელდეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, იმ დრომდე ერთადერთ კონტინენტზე, სადაც ეპიდემია არ იყო გავრცელებული, პირველი ინფიცირებული გამოჩდა ეგვიპტეში. ამ ფაქტმა აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე ექსპერტებშიც, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ამგვარი ვირუსის აფრიკის კონტინენტზე გავრცელება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ეგვიპტეში ინფიცირებული ადამიანის დაფიქსირების გამო, ექსპერტებმა მოუწოდეს აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შეაჩერონ ავიარეისები ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით.image
ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო ეს მოწოდება და ფრენები გაურკვეველი დროით შეაჩერა, თუმცა ეთიოპიის ავიახაზების დირექტორმა უარი განაცხადა რეისების გაუქმებაზე და თქვა, რომ ავიაკომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. “ჩვენ ვმუშაობთ როგორც ლხინის დროს, ასევე ჭირის" - განაცხადა მან. ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა აფრიკის სხვა ქვეყნებში. კენიის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ განაცხადა: “ჩვენი მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ვირუსი სუსტი ჯანმრთელობის სისტემის მქონე ქვეყნებში არ გავრცელდეს".

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ეთიოპიაში ჩამოსული მგზავრების დაახლოებით 70 % აფრიკის დანარჩენ ქვეყნებში აგრძელებს გზას.


ასევე საინტერესოა:

1.

ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

2.

გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს

3.

7 წლის ინდოელ გოგოს ცოცხალი სხეული ქვად გადაექცა

0
687
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0