x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჩრდილოეთ კორეაში სტალინის ოქროს ძეგლის მონტაჟის დროს, ზოგი მუშა დივერსიული ქმედების ბრალდებით ბანაკებში გაგზავნეს
image



ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რესპუბლიკაში პირველმა გახსნა იოსებ სტალინის ძეგლი. კორეის ომის გმირების პარკი, რომელიც რესპუბლიკის დედაქალაქში უდიდეს ტერიტორიას იკავებს და მოქალაქეების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, ძეგლის სამონტაჟო ადგილად აირჩიეს.


საბჭოთა გამოჩენილი ლიდერისთვის 20 მეტრიანი ძეგლის მშენებლობა ორნახევარი თვე გაგრძელდა. მასალად ჩრდილოეთის კორეის სახალხო მოქანდაკემ ლი პაკ იუნმა აირჩია ოქრო (79%), სპილენძი (20%) და უჟანგავი ფოლადი (1%). საერთო წონა 230 ტონა იყო.



ძეგლის ძირში გამოჩნდა წარწერა მოოქროვილი ასოებით კორეულ, რუსულ და ქართულ ენაზე "დიდ სტალინს- სოციალიზმის მამას, კორეელი ხალხის შესანიშნავ მეგობარს და მასწავლებელს".




ძეგლი ქალაქ ფხენიანის ყველა წერტილიდან გამოჩნდება და ღამე კი განათებული იქნება. ძეგლის ღამის განათების განსახორციელებლად, დედაქალაქის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიას საღამოს საათებში გრაფიკით მიიღებს. ამის შესახებ ტერიტორიის მაცხოვრებლებმა, უშუალოდ მიმართეს წერილით სახელმწიფოს მეთაურს, კიმ ჩენ ინს.



მშენებლები, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულეს სამუშაო, ჩრდილოეთ კორეის პარტიის ხელმძღვანელებმა მშრომელთა ბანაკებში გაგზავნეს დიდი სტალინის პიროვნებისადმი უპატივცემულობის გამო. ჩრდილოეთ კორეის პრესაში დივერსიული ქმედება უწოდეს მათ საქციელს, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ 14 თებერვალს გრანდიოზულად დასრულებულიყო სამუშაო.



”ჩემს ბაბუას სურდა კორეაში სტალინის ძეგლის აღმართა. მე ვასრულებ მის და მთელ კორეელი ხალხის ნებას. ვნანობ და ბოდიშს ვიხდი, რომ ადრე ვერ შევძელი სტალინის ხსოვნისადმი პატივი მიმეგო, მაგრამ მიუხედავად გარემოებისა და კაპიტალისტების ეკონომიკური ზეწოლისა, ჩვენ დავალება მაინც შევასრულეთ. დაე, სტალინმა გაახაროს კორეელი ხალხი ისევე, როგორც ის ახარებდა საბჭოთა კავშირის ხალხს 30-იან და შემდეგ წლებში. ”- თქვა კიმ ჩენ ინმა ძეგლის გახსნისას.

3
1839
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1839
  
26 თებერვალი, 19:58
საინტერესოა სად ამოიკითხეთ ეგ ინფორმაცია??? ადმინისტრაცია არ ყავს ამ საიტს? ტყუილს ავრცელებ და თან ამ სულ ძაღლ სტალინზე. ფანტაზიის უნარიც არა გაქ....
19 თებერვალი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

18 თებერვალი, 10:24
ამათ არაფერი ეშველებათ))
0 1 3