x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხოტბა და დიდება " დიდი დერჟავას პრეზიდენტს" 7 საუკეთესო სიმღერა ვლადიმერ პუტინზე
imageყველას ახსოვს რა თქმა უნდა ვინც "იქიდან" მოვდივართ სიმღერები და ლექსები ლენინზე და სტალინზე, დიად საბჭოეთზე და მის ძლევამოსლებაზე, როგორც ჩანს რუსეთი ვერ გამოვიდა იპერიულ-საბჭოულ მენტალიტეტიდან და მომღერლებიც ხოტბას ასხავენ "დიდ პუტინს" და საერთოდ "სიმღერები პუტინზე" შეასაძლოა განვიხილოთ, როგორც ცალკე მუსიკალური ჟანრი.



ზოგი მომღერლის ინტერესი წმინდა პოლიტიკურ-ფინანსურია, ზოგის კი გულწრფელი.ასეა თუ ისეა, codastory-მა შეადგინა 7 საუკეთესო სიმღერის რეიტინგი პუტინზე, მოდით გავეცნოთ მას.("მიშა მაგარია" რა მოსატანია ამ "შედევრებთან")




7)მაშა რასპუტინა-როცა ჩვენ ერთად ვართ-ნაწყვეტი ტექსტიდან:"ესაა ისტორიული მომენტი.. პრეზიდენტი, გთხოვთ, მიიღოთ მადლიერება ერის"




6)საშა ჩესტი და ტიმატი-საუკეთესო მეგობარი-ნაწყვეტი ტექსტიდან:"ის მაგარი სუპერგმირია და თქვენ იცით ამის შესახებ..გოგოები გიჟდებიან მასზე"




5)იულია ვონოკუროვა-მოდით გოგოებო დავეხმაროთ პუტინს-ნაწყვეტი ტექსტიდან:"ნატო-ს ქვეყნები ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან მათ სურთ ჩვენი სამყარო დაშალონ, იმათ ქალებს არა აქვთ ძუძუები, მაგრამ აქვთ წვერები, ამ დროს კი ჩვენ ქალებს რა დიდი ძუძუები აქვთ "



4)ალექსეი სმირნოვი-სიმღერა პუტინზე-ტექსტი დიალოგის სახითაა წარმოდგენილი, მაგალითად:



სმირნოვი: "ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არასწორი გზა ავირჩიეთ".

პუტინი: " არ ვეთანხმები".




3)ოლეგ ლიხაჩევი- ვლადიმერ პუტინ ყოჩაღ!-ნაწყვეტი ტექსტიდან:"ვლადიმერ პუტინი არის შესანიშნავი ადამიანი, პოლიტოკოსი, ლიდერი და მებრძოლი.ჩვენმა პრეზიდენტმა ქვეყანა ფეხზე დააყენა"




2)ტოლიბჯონ კურბახანოვი-ვვპ(ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი)-ნაწყვეტი ტექსტიდან:"ქვეყანა კრიზისში იყო, ხალხი იტანჯებოდა, შემდეგ კი ღმერთმა გამოგვიგზავნა ის"




1)მაშანი-ჩემი პუტინი-ნაწყვეტი ტექსტიდან-"მოხიბლული და მოჯადებული ვარ შენით, ახ ვინაა ის? შენ პუტინ, პუტინ"





0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0