x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ვეფხისტყაოსანი" გურულად

image

არაბეთს იყო მეფე და როსტომა ერქვა
სახელი -
კაი მუტრუკი კაძახი, კაის და გლახის
მნახველი,
თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი
ბადალი,
ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ
ერთი ციცაი -
აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო
მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა
თვალები,
გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს
ქალები...
სახელად ერქვა თინაი, მაი ქი უნდა
იცოდეთ,
რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით
იწოდა,
ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს
გესამანიებს,
პაწა ხანს იჭუჭუნეს და თითო სტაქანიც
დალიეს.
როსტომამ უთხრა ვეზირებს: თქვენ
დამაყურეთ რა ხთება -
რავარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე
გახმება,
იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი
დადგება -
ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება.
დავბერდი აწი ბიჭებო, დღეი არ დამრჩა
მაღალი,
ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ
ახალი,

რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა
სკვარამი,
ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ
ვარამი!

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0