შოუბიზნესი ცნობილი ადამიანების 20 ყველაზე "ცხელი“ და დასამახსოვრებელი კოცნა 2020, 17 თებერვალი, 15:22 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომლითაც ჟურნალისტები მსახიობებს გამუდმებით თავს აბეზრებენ, სწორედ იმაში მდგომარეობს თუ რამდენად კარგად ფლობს პარტნიორი გადასაღებ მოედანზე კოცნის ხელოვნებას. ის, რომ ეკრანზე ამბორის სცენა შეიძლება წარმოუდგენლად ლამაზი სანახავი იყოს არავინ დაობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პარტნიორები რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ერთმანეთს დასანახავადაც კი ვერ იტანდნენ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებამ პირველად ეკრანზე კოცნის სცენა 1896 წელს, ტომას ედისონის 30 წამიან ვიდეორგოლში "კოცნა" იხილა. რაც შეეხება კადრს მიღმა ცხოვრებას, ყველაზე ნიჭიერი მსახიობებიც კი, თავიანთი გულწრფელი გრძნობების დამალვას ვერ ახერხებენ, როდესაც საკუთარ მეორე ნახევრებს, თუნდაც საჯაროდ ვნებიანად ეამბორებიან. გთვაზობთ, ვარსკვლავების ყველაზე "ცხელ" და დასამახსოვრებელი კოცნის ამსახველ ფოტოებს, რომლებსაც თავიანთი გრძნობების გამოხატვა ყველაზე მეტად სწორედ ტუჩის შეხებით უყვართ. შეგახსენებთ, რომ კოცნა ისტორიასა და მითოლოგიაში შეფასებულია, როგორც რიტუალური ჟესტი, სოციალური ურთიერთობის სიმბოლური ნიშანი. მიჩნეულია, რომ კოცნის ტრადიციას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე ჩაეყარა."The Weeknd" და სელენა გომესიპიპა მიდლტონი და ჯეიმს მეთიუსიდონალდ და მელანია ტრამპებიალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბენდერიმონიკა ბელუჩი და ალექს ლუტსილიონელ მესი და ანტონელა როკუცოჯეი ზი და ბიონსენატალია ვოდიონოვა და ანტუან არნოჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკიროზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემიკენი ვესტი და კიმ კარდაშიანიჩენინგ ტატუმი და ჯენა დუან - ტატუმიჰელენ მირენი და ტეილორ ჰეკფორდიშაკირა და ჯერარ პიკეჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰართინიკოლ კიდმანი და კიტ ურბანირობერტ დაუნი - უმცროსი და სიუზან დაუნიუილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტიჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილიკრიშტიანუ რონალდუ და ჩემპიონთა ლიგის თასი1298 შეფასება არ არის |