x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101034
  • ვიდეო:345733
  • სურათი:463838
Love never fails!
image

უფალი დღესაც გზავნის ანგელოზს, რომელიც აგორებს ლოდს ჩვენი გულის სამარხიდან.


სიყვარული რწმენაზე და იმედზე დიდია! შეუძლებელია მიყვარდეს და არ ვუფრთხილდებოდე, შეუძლებელია მიყვარდეს და იმედი არ მქონდეს. მიყვარს, ესე იგი მჯერა, მიყვარს ესე იგი ვენდობი და მიყვარს ესე იგი მისი მწამს!


„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“. მაშასადამე ნამდვილი სიყვარული რომელიც ჩემში იშვა, არ მაქვს უფლება ოდესმე დავასრულო და თუ ეს მოხდება ესე იგი ცოცხალი აღარ ვიქნები, რადგან მიყვარს ნიშნავს იმას, რომ მისით ვარსებობ.



ერთ დღესაც შევხვდი ადამიანს, რომელმაც დამარწმუნა, რომ ჩემი სიცოცხლე ერთფეროვნებისა და უსიყვარულობისგან გამოსყიდულია, შევიგრძენი მისი არსებობით გამოწვეული სიხარული. ამ სევდისფერ სამყაროში ჩემი გული მხოლოდ მისთვის ძგერს.


მის გამოჩენამდე დუმდა დედამიწა და მშვიდად ეძინა იმედს. მაგრამ, რა არის ახლა? მისი თითოეული ამოსუნთქვა, თითოეული ღიმილი მავსებს სასიცოცხლო ენერგიით! მის მწვანე, საოცარ თვალებში ვხედავ უსიყვარულობისგან გამოსყიდულ საკუთარ თავს, ვხედავ ახალ სამყაროს, რომელიც გასაოცრად ლამაზია. თუნდაც არასოდეს ამოვიდეს იქ ჩემთვის სიყვარულის მზე, მიღირს ვიცოცხლო და მიყვარდეს!


ეს არის მარადიული სიყვარული. სიყვარული, რომელმაც ბოროტი ჟამის „უძლეველობა“ დაამარცხა! არ ვარ შებოჭილი უსუსური ქვეყნიერებით და უიმედობის ბორკილები ფიქრებს არ მისერავს. ნათელია ჩემი დღეები, ვინაიდან ვიპოვე პიროვნება, რომელმაც ტკივილების შუაღამე ნეტარების განთიადად აქცია.


აი, უკვე კომპიუტერთან ვზივარ და გიყვებით, გიყვებით ბედნიერების დასაწყისზე და ვამბობ მისი არსებობა საკმარისია! მიყვარს, რადგან მისმა გამოჩენამ გაწყვიტა უსიყვარულობის ბორკილები ჩემში, მიყვარს, ვინაიდან აღარ ვარ უიმედობით მართული და მაქვს წვდომა მარადიულ სიყვარულთან.


და ამიტომაც, მე არ მაშინებს, თუ ჩემი სიცოცხლის პერიოდში ვინმე ვერ გამიგებს და არ მოისურვებს ჩემთან სიახლოვეს; თუ ბრბო სოფლად ანდა ქალაქად გადამივლის; თუ დევნასა და შევიწროებაში მომიწევს ცხოვრება; არც ის მაშინებს, თუ სიკვდილი იქნება ჩემი ხვედრი რადგან ვიცი, რომ ჩემი ადამიანი არსებობს, რეალურია და როცა მიგვიღებს ჩვენი უფალი თავის მარადიულ სამეფოში საუკუნო სიცოცხლის მანძილზე მეყვარება!


ჩემი არასრულყოფილი თუმცა მადლიერებით სავსე ყოფიერების აღწერა მოკლედ შემიძლია ამ ექვსი ფრაზაში:


Sola Scriptura! (მხოლოდ წმინდა წერილი)
Sola Fide! (მხოლოდ რწმენით)
Sola Gratia! (მხოლოდ მადლით)
Solus Christus! (მხოლოდ ქრისტე)
Soli Deo Gloria! (მხოლოდ ღმერთს დიდება)
Solo eso! (მხოლოდ ის)


P.S. რადგან „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ მიყვარხარ უსასრულოდ...


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:Free thinker
Free thinker
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0