x
image
გვანცა1234
ვინ არიან და რას საქმიანობენ სერიალის ,,ერთხელ ჩუქუროვაში’’ მსახიობები (+ფოტოები)
ვინ არიან და რას საქმიანობენ სერიალის “ერთხელ ჩუქუროვაში’’ მსახიობები (+ფოტოები)

სერიალი “ერთხელ ჩუქუროვაში’’ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მალევე იქცა თურქული სერიალების მოყვარული ქართველი მაყურებლისთვის საყვარელ სერიალად. სერიალის გადაღება 2018 წელს დაიწყო და სულ 2 სეზონი გახლავთ გადაღებული. მისი სიუჟეტი შეეხება ადანას ფერმაში ჩასული წყვილის ისტორიას, რომლებიც თავს და-ძმად გაასაღებენ. ფერმის პატრონს ქალი შეუყვარდება და სწორედ აქ იწყება მთელი თავგადასავალი. საინტერესოა, ვინ არიან სერიალში მონაწილე მსახიობები და რას საქმიანობენ ისინი რეალურ ცხოვრებაში.

imageჰილალ ალთინბილექი მთავარ, ზულეიჰას როლს ასრულებს. იგი დაიბადა იზირში, 1991 წლის 21 იანვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამსახიობო კურსები გაიარა და მისი დებიუტი შედგა სერიალში “ღრმა წყალი’’. ყველაზე დიდი პოპულარობა კი მას სერიალმა “შავი ვარდი’’ მოუტანა. imageimageimageimage
უგურ გიუნეში (სერიალში როგორც ილმაზი) დაიბადა ანკარაში 1987 წლის 13 იანვარს. მას ჰყავს ერთი ძმა და ერთი და. მან ბავშვობა ანკარაში გაატარა და მეგობრის თხოვნით ანკარას ხელოვნების თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მისი დებიუტი შედგა სერიალში “დავიწყოთ თავიდან’’. ხოლო ფართო აუდიტორიამ ის გაიცნო სერიალიდან “ხელახლა დაბადება’’. imageimageimage
მურათ უნალმისი, დემირის როლის შემსრულებელი, დაიბადა 1981 წლის 23 აპრილს კაისერში. 14 წლის ასაკიდან იგი სერიოზულად მისდევდა კალათბურთს და ფენერბახჩეში თამაშობდა. 20 წლის ასაკში კი ხელი აიღო სპორტზე და ბიზნესის ადმინისტრირება შეისწავლა. მან სტამბულის აკადემიაში გაიარა საშემსრულებლო კურსები და თავისი განსაკუთრებული გარეგნობისა და ქარიზმის მეშვეობით მალევე მოიპოვა სხვადასხვა როლები. imageimageimage
ვაჰიდე ფერჩინი, ჰიუნქარ იამანის როლის შემსრულებელი გახლავთ. ის დაიბადა 1965 წელს, ღარიბ ოჯახში. სწავლის დამთავრების შემდგომ იგი გადავიდა ადანაში და მიიღო შეთავაზება სახელმწიფო თეატრისგან. ის მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალიდან “ქოსემის რისხვა’’. imageimageimage
გაფურის როლის შემსრულებელი ბიულენთ ფოლათი დაიბადა 1980 წელს ტუნჩელში. ოჯახური მდგომარეობის გამო 1987 წელს იგი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს კი თეატრში მოხალისედ დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ მან ბევრი როლი მიიღო და ბოლოს ისიც კი შეძლო, რომ ლოს ანჯელესში ესწავლა და პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო. image
მუჟგენ ჰანიმის როლში კი სერიალში გვევლინება მელიქე იალოვა, რომელიც დაიბადა 1984 წელს ანკარაში. მამამისი თურქეთის ერთ-ერთი მინისტრი გახლავთ. მელიქე საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან “ქარადაი’’. მისმა არაორდინალურმა გარეგნობამ მსახიობს მრავალი წარმატება მოუტანა. ის ახლა ბიუთი ბლოგერიცაა და მოდური სტილით არის მოხიბლული.

imageimageimage
ქერემ ალიშიქი ალი რაჰმეთ ფექელის როლს ასრულებს. იგი დაიბადა 1960 წელს. იგი გახლავთ ცნობილი თურქი მსახიობების ვაჟი. მსახიობი ასევე არის თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანიც. მისი მეუღლე სიბელ თურნაჯიოლიც ასევე მსახიობია. მან თავისი პირველი როლი 1990 წელს შეასრულა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს თურქულ მრავალსერიან დრამებში.


imageimage

4
6564
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
6564
  
19 თებერვალი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

18 თებერვალი, 11:47
სამწუხაროდ ასეა
17 თებერვალი, 18:32
რა ჩუქუროვა, ხალხო, ნუთუ ასე დეგრადირდით?
17 თებერვალი, 18:08
ძალიან გთხოვთ ვინმემ ამიხსენით სერიალებს რატომ არეკლამებთ???????
0 1 4