x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463852
ფსიქოლოგიური კვლევის ეთიკური საკითხები

image
ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარებისას, იქნება ეს ექსპერიმენტი თუ დაკვირვება, აუცილებელია მკვლევარმა დაიცვას კვლევის ეთკური ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება დააზიანოს ცდის პირი და გარკვეული სანქციები დაეკისროს.
მკვლევარს ცდის პირისგან უნდა ჰქონდეს ინფორმაციული თანხმობა, რომელიც გულისხმობს, რომ იგი და მისი მონაცემები დაცული და ხელშეუხებელი დარჩება. ამ პროცესის დროს ცდის პირს ხელს აწერინებენ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია, რომ მან სრული ინფორმაცია მიიღო კვლევის შესახებ და მზადაა მონაწილეობისთვის. ასევე მას აქვს უფლება ნებისმიერ დროს გამოეთიშოს კვლევას.ცდის პირს უნდა ჰქონდეს მკვლევრის საკონტაქტო მონაცემები, იმ შემთხვევაში თუ მათ ჩივილი ენდომებათ.
აუცილებელია, რომ კვლევის დაწყებამდე ექსპერიმენტატორებმა შეაფასონ რისკები, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ცდის პირი ექსპერიმენტის დროს არ უნდა დაზიანდეს არც ფიზიკურად და არც ფსიქიკურად.
კვლევის შემდგომ აუცილებელია ინტერვიუს ჩატარება, რათა ცდის პირი ნეგატიური ემოციებით არ დაიტვირთოს.ცდის პირს უფლება აქვს გააუქმოს თავისი მონაცემები, თუკი მიაჩნია რომ მისი უფლებები რაიმე სახით დაირღვა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ნონიაშვილი
ანი ნონიაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0