x
image
beko777
წიგნი აფხაზეთის ომზე - „ღიმილის ბიჭების“ ემოციური პრეზენტაცია
imageწიგნი აფხაზეთის ომზე - „ღიმილის ბიჭების“ ემოციური პრეზენტაცია


16 თებერვალს რესტორან “კრწანისში’’, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის რიგით მესამე წიგნის “ღიმილის ბიჭები’’-ს, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება დახურული ფორმატის იყო და მას მხოლოდ ის ადამიანები ესწრებოდნენ ვინც ზუსტად ხვდება და აღიქვამს, თუ რა პათოსით იქმნება ბესიკ ჩუბინიძის ნაწარმოებები. წიგნის პრეზენტაციაზე ბესო კვლავ გამოირჩეოდა კრეატიულობით, რაც მის სტუმრების წინაშე წარდგენაშიც აისახა, რომელთა წინაშეც ჯარისკაცის ფორმით, მხრებზე საქართველოს ძველი დროშით, ამაყად გამოვიდა. ღონისძიების ყოველი დეტალი მიზანმიმართული იყო დამსწრე საზოგადოებაში პატრიოტული პათოსი გაეღვივებინა და თუ სტუმრების ემოციებით ვიმსჯელებთ, მიზანი კიდევ ერთხელ მიღწეულ იქნა!

ყველა ვინც კი ამ წიგნს წაიკითხავს მიხვდება თუ რამხელა აზრი და ემოცია დევს მასში, თუ რა მიზანს ემხასურება მისი შექმნა... თითოეულ ფრაზას თავისი მისია აკისრია, არცერთი სიტყვა არ არის დაწერილი მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ ფურცელი შევსებულიყო. წიგნის პროლოგის წაკითხვისთანავე ხვდები თუ რა ემოციები გელის კითხვისას, ხვდები რომ რაც წინ გელის, ყოველივე ეს რეალობა იყო კითხულობ და თითქოს სიუჟეტის მონაწილე ხარ, თითქოს საკუთარი თვალით აკვირდები ყოველი ეპიზოდის განვითარებას, იგივეს გრძნობ და განიცდი, რასაც წიგნის გმირი განიცდიდა იმ კონკრეტულ მომენტში.

რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? - იმიტომ, რომ შენ ხარ ქართველი და უბრალოდ მოვალე ხარ იცოდე შენი ქვეყნის შეულამაზებელი და ნამდვილი ისტორია, უნდა იცნობდე იმ გმირებს, რომლებიც შენი ნათელი მომავლისთვის იბძოდნენ, იბრძოდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად!
თუ ფიქრობ, რომ ისინი სანაცვლოდ რამეს ელოდნენ - არა! თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ ყველაზე მცირედი მაინც გავაკეთოთ მათთვის, ვიცნობედეთ მათ და მადლიერი ვიყოთ იმისთვის რაც ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებიათ, საქართველოსთვის მეომარი ნამდვილი გმირები ჩვენგან მხოლოდ მადლობას და პატივისცემას იმსახურებენ, ეს მათთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.


ავტორი ლელა ფაჩულია

imageimageimageimage



1
98
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
98
  
2020, 17 თებერვალი, 3:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1