x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
სოფელ ყარაჯალაში ქმარმა 23 წლის ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა

image

წუხელ გვიან ღამით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 33 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 23 წლის ცოლი ოჯახის წევრების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა და მიიმალა.


როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. როგორ ირკვევა მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ხატირა ჰუსეინოვას ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა.გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცს სიდედრის ცემის გამო 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი ქალიშვილის ქმარი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ხშირად ძალადობდა ცოლზე, რის გამოც ხატირა ოჯახის დამხარებით ქმარს წელიწადნახევრის გაშორდა და ოჯახთან ერთად ვლადიკავკასში გადავიდა საცხოვრებლად, საქართველოში ხატირა ოჯახთან ერთად სამი დღის წინ დაბრუნდა.ყოფილი ქმარი ყოფილ ცოლს გვიან ღამით ესტუმრა და მოკლა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1
116
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
17 თებერვალი, 3:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1