x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
როგორ უნდა შეინახოთ საკვები მაცივარში, რომ თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოთ?!
image
მაცივარში საკვების შესანახად ძირითადად გამოიყენება პლატმასის ჭურჭელი და სპეციალური დასალუქი ცელოფნები.ორივე მათგანი არა მარტო გარემოსათვის არის საზიანო, არამედ, შესაძლებელია თქვენც სერიოზული ზიანი მოგაყენოთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობისათვის უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებამ საკვების გასაყინად, ან სასმელი წყლის ყინულის კუბიკების დასამზადებლად.

საქმე ისაა, რომ ზოგიერთი პლასტმასის ჭურჭელი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც თქვენს საკვებში წესით არ უნდა იყოს. ასეთმა კონტეინერებმა შეიძლება გამოიწვიოს არაერთი დაავადება, ალერგიით დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული.image

ვიდრე გადაწყვეტთ, მოიხმართ თუ არა ამა თუ იმ კონტეინერს თქვენი საკვების ან სასმელის გასაყინად, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად გამოგადგებათ და უსაფრთხოა, ეს ძალიან მარტივია, კონტეინერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა “ გაყინვისთვის ვარგისი".

გაცილებით უსაფრთხოა პოლიპროპილენისაგან დამზადებული ჭურჭელი. მისი შეცნობა შესაძლებელია ეტიკეტზე “PP" წარწერით. ამგვარ კონტეინერებში მინიმუმამდეა დაყვანილი მავნე ნივთიერებების საკვებზე გადასვლის რისკი.თუმცა მათაც აქვთ მინუსი – დროთა განმავლობაში იცვლიან ფერს და იღებენ სუნს.



საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტებია: მინის ჭურჭელი, ერთჯერადი ჭიქები, ფოლადისაგან დამზადებული კონტეინერები, თუმცა არა ალუმინის. პურისათვის კი კარგია ნაქსოვი ჩანთები.

ასევე იხილეთ:

1. ყურადღება! შაქარი მავნებელია!

2. კონტაქტური ლინზები სახიფათოა

3. დაჩქარებული სიკვდილი დიეტური სასმელების წყალობით


0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0