x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
მეხსიერება - მასალის ხარისხიანად დამახსოვრების ხერხები

image



მეხსიერება არის უნარი, რომლის საშუალებითაც ინდივიდი იმახსოვრებს და აღადგენს ინფორმაციას.
არსებობს მეხსიერების ორი სახე:ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება. ხანმოკლე მეხსიერებას ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვჭირდება ინფორმაციის მხოლოდ მცირე დროით შენახვა და აღდგენა, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს გავიხსენოთ ესა თუ ის ინფორმაცია. როდესაც ადამიანს რაიმე მასალის დამახსოვრება უნდა, ამ დროს იგი იყენებს ექსპლიციტურ მეხსიერებას. ამ უკანასკნელს სჭირდება ცნობიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ ინფორმაცია აღდგეს.(ზიმბარდო და გერიგი, 2009)
ჰერმან ებინგჰაუსი წერდა, რომ მასალა სწრაფად დაგვავიწყდება, თუ არ გავიაზრებთ და განვამტკიცებთ მას. იგი თვლიდა, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი დაგვავიწყდება, თუ ერთბაშად ან ნაჩქარევად დავისწავლით მას.
არსებობს რამოდენიმე ხერხი რაც დაგვეხმარება ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში:
1.ვეცადოთ, რომ ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში გადავიტანოთ(გავიმეოროთ ხმამაღლა, ვიფიქროთ მასზე, წარმოვიდგინოთ იგი)
2.როდესაც რაიმეს სწავლას გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ეს ინფორმაცია და არა მექანიკურად დავისწავლოთ. თუ რაიმეს ვერ გავიგებთ, შევეკითოთ სხვებს, იმისთვის რომ ბოლომდე გასაგები იყოს ეს ჩვენთვის.
3.მნიშვნელოვანია, რომ დასწავლის პროცესში ხელს არ გვიშლიდეს რაიმე სახის ხმაური, მუსიკა, ტელევიზორი თუ ა.შ.მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი მთელი ყურადღება მასალაზე იყოს კონცენტრირებული.
4.საჭროა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, მიმართებაში მოვიყვანოთ სხვა მასალასთან, რითაც უფრო განვამტკიცებთ არსებულ ცოდნას.
5.საჭიროა, რომ არ ვიყოთ დაძაბულები სწავლის პროცესში.ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ ამ პროცესით, რადგან ჩვენი ტვინი ახალ ინფორმაციას ღებულობს.თუ ამ პროცესს კარგი ხასიათით შევუდგებით, მაშინ ამ ინფორმაციას უფრო კარგად დავიმახსოვრებთ

0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ნონიაშვილი
ანი ნონიაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0