x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 აქტუალური თანამედროვე ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც სასურველია ვიცოდეთ
image

კიბერბულინგი-ეს არის ინტერნეტით ფსიქოლოგიური ზეწოლის, აგრესიის და ბულინგის სხვადასხვა მეთოდების საერთო დასახელება, უბრალოდ ჩაგვრა, აბუჩად აგდება ინტერნეტში და სოციალური ქსელების სივრცეში.



სტრეიტვოშინგი- ლგბტ ადამიანების ჰეტეროსექსუალებად ასახვის მცდელობა, მათ ჰეტეროსექსუალური კულტურული ნორმების შესაბამისად. ისტორიული პირების იმდაგვარად გამოსახვას, თითქოსდა ზოგადად მიღებულ საზოგადოებრივ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.სწორედ სტრეიტვოშინგში დაადანაშაულეს ფილმი "ბოჰემური რაფსოდიის " ავტორები.



ორბიტინგი-ტერმინი, რომელიც ორიოდე წლის წინ დაამკვიდრა საიტი Man Repeller-ის ავტორმა ანა იოვინმა.


.

ორბიტინგს თითოეულ ჩვენგანი ყოველდღიურად ვაწყდებით: ესენი არიან ყოფილები, , თანაკლასელები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს, მეგობრები, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზების გამო უშუალო კონტაქტი აღარ გქონიათ.

თუმცა, თქვენ იცით, რა ხდება მათ ცხოვრებაში, ხანდახან მიმოწერა გაქვთ, უწერთ კომენტარებს, რეგულარულად იწონებთ მის ფოტოებს, ეს ყველაფერი სიახლოვის შეგრძნებას გინარჩუნებთ.




დონატი-თანამედროვე საზოგადოებაში ამ სიტყვამ ახალი დატვირთვა შეიძინა-ფულადი შემოწირულობა რაიმეს მიზნისთვის ან რაღაცის მხარდასაჭერად.




ინკლუზიურობა, -რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებაში ჩართული სხვადასხვა ადამიანი, მიუხედავად გარეგნობისა, ასაკისა, ფიზიკური მონაცემებისა, სქესის, ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, არ გრძნობს თავს გარიყულად ან გარიცხულად.




მიზოგინია-ძველი ბერძნული სიტყვაა, თანამედროვე გაგებით გაიგივებულია "ქალთმოძულეობასთან", რწმენა იმისა, რომ ქალი მამაკაცთან "ვერ მივა", რომ ის სულელური, სუსტი ან თუნდაც საშიში არსებაა. მიზოგინიის განმარტება ასევე მოიცავს იმ მამაკაცებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ქალის ტოტალური კონტროლისკენ, თვით პიროვნების სრულ განადგურებამდე.




ჩიტერი-გეიმერების ჟარგონი: ეს არის ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ თამაშებში იყენებს თაღლითურ ხრიკებს - აკრძალულ პროგრამებსა და კოდებს - და ამით, გვერდს უვლის თამაშში დადგენილ წესებსა და შეზღუდვებს.

დღეს ეს სიტყვა გამოიყენება უფრო ფართო გაგებით და ნიშნავს პიროვნებას, რომელიც უკანონო, თაღლითური გზით იღებს უპირატესობას სხვასთან ან სხვებთან შედარებით.



ვორკშოპი-ღონისძიება, რომელშიც პიროვნება იღებს ცოდნას დამოუკიდებლად. ამასთანავე მასში მონაწილენი ინტენსიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ავლენენ ინიციატივას და ინტერესს. აქ მთავარია გამოცდილების მიღება.




ფრიგანები(ფრიგანიზმი)-მიეკუთნებიან ის ადამიანები, რომლებიც უგულებელყოფენ კვების მოხმარების პრინციპს. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ნარჩენების რაოდენობა.

ისინი ეძებენ ვარგისიან კვების პროდუქტებს ნაგავსაყრელებში და მაღაზიებთან ნაგვის კონტეინერებში, უსახლკარო მაწანწალებისგან განსხვავებით ფრიგანებს ამოძრავებთ იდეოლოგიური მოსაზრებები.


სლოუ მუვმენტ-არ არის აუცილებელი ნელა ან სწრაფად აჰყვე ცხოვრების რიტმს, მთავარია ის რიტმი შეინარჩუნოთ, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის იდეა.


image


ასევე იხილეთ

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პოპულარულ სიტყვებასაც, რომელსაც საზოგადოება იყენებს თავის დრო აქვს, -14 წელი, შემდგომ ნელ-ნელა სხვა სიტყვებით ნაცვლდება. ენათმეცნიერებმა არგენტინიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩაატარეს მასშტაბური კვლევა 1700 წლიდან მოყოლებული დღევანდელ ეპოქამდე და გაანალიზეს 5630 ყველაზე ხმარებადი არსებითი სახელი. ...

ცუდი ახალი ამბები რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო. მაგრამ ხანდახან, უნებლიეთ ან სულაც შესაძლოა განზრახ, საგაზეთო სათაურები, რომლებიც სამწუხარო ან სასიამოვნო მოვლენებს გვამცნობს, შეიძლება საკმაოდ კომიკურადაც გამოიყურებოდეს. მოიგეთ თქვენი საოცნებო არდადაგები(სათაურის ქვემოთ სურათზე ჩაძირული გემი) ...

1)ავტორიტეტულ ფრანგულ ენციკლოპედია "ლარუსში" შეცდომა გაიპარა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია საფრანგეთში:"იყიდება ან იჯარით გაიცემა შესანიშნავი ქალი, კარგად დამუშავების შემდეგ მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა", კორექტორს შეცდომა გაეპარა და ferme(ფერმა) ნაცვლად femmе(ქალი) გაუშვა. 2)1970 წელს ლენინგრადის გაზეთ "სმენას" პატარე...

***ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება ***ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო ***ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო ***გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო ***გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტი...

1
305
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
2020, 17 თებერვალი, 3:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1