x
image
მაკა ნიკვაშვილი
6 ვარსკვლავი, რომლებსაც პლასტიკური ქირურგია განსაკუთრებით მოუხდა

image


თანამედროვე მსოფლიოში უკვე დიდი ხანია რაც პლასტიკური ქირურგია იშვიათობას აღარ წარმოადგენს, მისი ბოროტად გამოყენება კი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს ხიბლავთ, რომლებიც ყოველთვის კამერების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ სურთ ცნობილ სელებრითებს იდეალურად გამოიყურებოდნენ, თუმცა ვარსკვლავების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება და სელებრითების უმრავლესობა დაშტამპული თოჯინების ბედს იზიარებს. დღეს კი მსურს ის ცნობილი ქალბატონები გაგაცნოთ რომლებსაც ქირურგებში ნამდვილად გაუმართლდათ, ვინაიდან სწორედ პლასტიკურმა ქირურგიამ იქონია მათ კარიერულ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა.




1. კიმ კარდაშიანი



image


მოგეხსენებათ, კიმი პლასტიკური ქირურგიის დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა ფაქტია მის მიერ ჩატარებულ სილამაზის "ინექციებს" უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია.






2. ბელა ჰადიდი



image



მოდის სამყაროში ყველაზე პოპულარული დების - ბელა და ჯიჯი ჰადიდების ტრანსფორმაციას - "სასწაული" შეიძლება თამამად ეწოდოს. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გარეგნობის მქონე ბელა ჰადიდი თვალსა და ხელს შუა ჩვენი დროის ყველაზე ლამაზ მოდელად იქცა.





3. ჯიზელ ბუნდჰენი


image


ჯიზელ ბუნდჰენი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ჩამონათვალში პირველ ადგილს აგერ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მყარად იკავებს, თუმცა ვინ იცის, მიაღწევდა კი ის ასეთ წარმატებას რინოპლასტიკის გარეშე?




4. მეგან ფოქსი



image


ჰოლივუდში გარეგნობა ისე რადიკალურად ალბათ არავის შეუცვლია, როგორც მეგან ფოქსს - რინოპლასტიკა, ტუჩების ფორმის კორექცია, ბოტოქსის ინექციები და ვინ მოთვლის კიდევ რა..






5. კენდალ ჯენერი



image


კენდალმა, თავისი ცნობილი დების მსგავსად, პლასტიკურ პროცედურებს არაერთხელ მიმართა, და სწორედ ამის წყალობით გახდა თანამედროვეობის ერთ - ერთი გამორჩეული და ყველაზე პოპულარული მოდელი.





6. ივანკა ტრამპი



image


ვერაფერს იტყვი, მრავალრიცხოვანმა პლასტიკურმა პროცედურებმა ივანკა ნამდვილად დაამშვენა, ამერიკის 45- ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი დღესდღეობით, მართლაც იდეალურად გამოიყურება.




0
523
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
523