x
მეტი
  • 05.04.2020
  • სტატია:100953
  • ვიდეო:345654
  • სურათი:463677
რეალურია ჯადოქრობა?

image

რა მოგდით აზრად როცა გესმით სიტყვა ჯადოქრობა?

ალბათ ისეთი რამ, რაც ზებუნებრივ ძალებს უკავშირდება. დიახ, გვინახავს ათასნაირი ფოკუსი კარტით, ანდა ის, თუ როგორ ჭრიან მართკუთხედი ფორმის ყუთში მყოფ ადამიანს შუაზე, ხოლო რამდენიმე წუთში, იქიდან ისევ უვნებელი, ფეხზე დგება.

ამის დანახვაზე რთულია ემოციები არ გამოხატო.

ამბობენ, რომ ჯადოქრობა ორი სახისაა, ეს არის - შავი და თეთრი მაგია, პირველი ზიანის მიყენებისთვის, მეორე კი წყევლის ან უბედურების მოხსნისთვის.

დღეს ჯადოქრობა ფართოდ არის წარმოჩენილი ინტერნეტში, სატელევიზიო პროგრამებში, ფილმებსა და ანიმაციებშიც კი. გვინახავს ისეთი რამ რაზეც გვითქვამს - ღმერთო ჩემო, რა სასწაულია!

ჯადოქრობას საფუძველი ძველ ეგვიპტეში ჩაეყარა, იმ დროს ჯადოქრებს ქურუმებს უწოდებდნენ, საუკუნეების გასვლის შემდეგ ბაბილონში გრძნეული ქურუმების კლასიც კი ჩამოყალიბდა.

დიახ, ბევრს ხიბლავს მისი ყურება, ზოგს ეშინია, ზოგი კი თვითონ არის ჯადოქარი.


ზოგს სჯერა, რომ ჯადოქრობა მართლაც არსებობს, თუმცა ბევრს მაინც ეჭვი ეპარება.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ადამიანზე დადებითად არ მოქმედებს რადგანაც ეს დემონურ და სატანურ ძალებს უკავშირდება.

შენც გჯერა ჯადოქრობის?

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:აი ნახე 77
აი ნახე 77
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0