x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე მსხვილი ეპიდემიები საბჭოთა კავშირში
image

დღეისთვის ყველაზე აქუალური თემაა ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსი CORVID-19, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთის გარდა ახალი კორონავირუსი კიდევ 26 ქვეყანაში დაფიქსირდა.


მოდით ამ ფონზე გავიხსენოთ ყველაზე მსხვილი ეპიდემიები, რომელიც საბჭოთა კავშირში გავრცელდა.



გრიპის ყველაზე მსხვილი ეპიდემია გავრცელდა 1957 და 1959 წლებში, მაშინდელი მონაცემებით მთელს ქვეყანაში დაავადდა დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი, (უცნობია მსხვერპლის რაოდენობა)მეორე მსხვილი პანდემია 1977-78 წლის ზამთრის საზონში დაიწყო, რომელსაც "რუსული გრიპი" უწოდეს, უფრო საშინელი ის იყო, რომ ეს გრიპი ყველაზე მძიმედ 20- წლამდე ახალგაზრდებში მიმდინარეობდა, სსრკ-ში სტატისტიკას, როგორც ყოველთვის მალავდნენ, თუმცა მთლიანად მსოფლიოში "რუსული გრიპით" 300 000 ადამიანი დაიღუპა.


მენინგიტი ჯერ კიდევ გამოცანად რჩება ეპიდემიოლოგებისთვის. ცნობილია, რომ პათოგენი მუდმივად ცხოვრობს "ჩვენს შორის". ყოველწლიურად ადამიანების 1-დან 10% -მდე ატარებს მას, მაგრამ უმეტესად, თავს არ იჩენს, იმუნური სისტემა ერევა მას და კლავს.


პირველად, მენინგიტის ეპიდემია დაფიქსირდა სსრკ-ში 1930-იან და 40-იან წლებში. ”იმ წლებში მენინგიტით დაავადების უამრავი შემთხვევა იყო”, - ამბობს მიკრობიოლოგი ტატიანა ჩერნიშოვა. - თუ დღეს ექიმების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს 100 ათას მოსახლეზე 2, 9 დაავადებულიც კი, მაშინ ეს მაჩვენებელი იყო - 100 ათასზე 50 დაავადებული ”.


მოგვიანებით, დაავადება აქტიურად გავრცელდა დიდი სამამულო ომის დროს ყაზარმებში და ომისშემდგომ ბარაკებში, თუმცა შემდგომ ეპიდემია უცებ გაქრა.


მენინგიტი მეორედ დაბრუნდა 1960-იან წლებში, ბევრმა ექიმმა, ვინც პირველად მოუწია მასთან შეხება, არც კი იცოდა მისი სიმპტომების შესახებ.მოგვიანებით დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი იყო ვირუსი, რომელიც პირველად ჩინეთში გამოჩნდა 1960-იანი წლების შუა ხანებში და შემთხვევით შემოიტანეს სსრკ-ში.


შავი ჭირი, თითქოსდა წარსულს იყო ჩაბარებული, თუმცა დროდადრო იჩენდა თავს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი სტატისტიკა, 1920-1989 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში დაავადდა 3639 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 2060, თუმცა დაღუპულთა უმეტესობა ომამდელ პერიოდზე მოდის, ანტიბიოტიკების გამოგონების(სულფიდინი, სტრეპტომიცინი) შემდეგ შავი ჭირით გარდაცვლილების რიცხვი ერთეულებამდე დაეცა.




რაც შეეხება ქოლერას-სამოქალაქო ომის შემდეგ, საბჭოთა ჯანდაცვა დარწმუნებული იყო, რომ ეს დაავადება ქვეყანაში საბოლოოდ გაქრა, თუმცა 1960-იანი წლების შუახანებში მოულოდნელად დაბრუნდა, ინდონეზიიდან გავრცელებული ეპიდემია, ავღანეთის გავლით ნარკომოვაჭრეებმა შემოიტანეს, უზბეკეთში ეპიდემიის კერა კარანტინში მოაქციეს, რომელსაც 9 000 ჯაისკაცი იცავდა, თითქოსდა ინფექცია აღმოიფხვრა, მაგრამ სულ მალე მეორედ დაფიქსირდა, ამჯერად საქართელოში, ქალაქ ბათუმში.

1970 წლის 11 ივლისს ორი სტუდენტი ნემტრალური აზიიდან დაავადდა ქოლერით, მათგან კი ინფექცია გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ექიმების აზრით, ინფექციის წყარო ზღვისპირას მდებარეობდა, სადაც კანალიზაცია მიედინებოდა.

იმავე 1970 წელს ქოლერა დაფიქსირდა ასტრახანის ოლქშიც.სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ასტრახანში ჩაფრინდა ქვეყნის მთავარი სანიტარი პეტრ ბურგასოვი.

იმ წელს, ასტრახანის ოლქში, ბაღჩეულის და პომიდორის დიდი მოსავალი მოვიდა, თუმცა საკვებით დატვირთული ბარჟების მოძრაობა დაბლოკეს, რათა დაავადება სხვა რეგიონებში არ გავრცელებულიყო.

მთლიანად დაავადდა 1270 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 35.



ყვავილი -1936 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ქვეყნაში საყოველთაო ვაქცინაცია განხორციელდა, ეს ავადმყოფობა მივიწყებული იყო და აღარც ეგონათ თუ ოდისმე მისი ეპიდემია კვლავ გავრცელდებოდა, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1959 წლის მიწურულს ორკვირიანი შვებულების შემდეგ ინდოეთიდან დაბრუნდა მხატვარი, სტალნიური პრემიის ორგზის ლაურეატი ალექსეი კოკორეკინი.


მოსკოვში დაბრუნებისთანავე, მხატვარს მისცა მაღალი სიცხე და დაეწყო ძლიერი ხველა. პაციენტი ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გრიპის დიაგნოზი დაუსვეს. მალევე გამონაყარი გამოაჩნდა კოკორკინს სხეულზე, რომელიც მიიჩნიეს, რომ ალერგიიისგან იყო გამოწვეული. თუმცა მესამე დღეს გაირკვა, რომ მხატვარი კვდებოდა, ნათესავებს მისი მონახულების უფლებას არ აძლევდნენ.


დაავადების დადგენის მიზნით, აკადემიკოსი ნიკოლაი კრაევსკი სპეციალურად ჩამოვიდა ლენინგრადიდან. სწორედ მან დასვა სწორი დიაგნოზი. აღსანიშნავია, ერთ-ერთმა ექთანმა დროულად შეამჩნია, რომ ასეთი სიმპტომები ყვავილისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ახალი წელი კარზე იყო მომდგარი და საბჭოთა ხალხი დღესასწაულისთვის ემზადებოდა, ამიტომ ნაჩქარევად 31 დეკემბერს კოკორეკინის გვამის კრემაცია მოახდინეს.


ეს ამბავი სწრაფად აცნობეს ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას. გაირკვა, რომ მოსკოვი და მთელი საბჭოთა კავშირი ეპიდემიის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.


მოსკოვის მილიციას და კგბ-ს მიეცათ დავალება, რაც შეიძლება მალე დაედგინათ ყველა, ვისთანაც მხატვარს ჰქონდა კონტაქტი, დაწყებული ინდოეთიდან, თვითმფრინავში ჩაჯდომის დღიდან. რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ თვითმფრინავის მგზავრები, მისი ეკიპაჟი, საბაჟოს ოფიცრები, კოლეგები, მეგობრები, ნათესავები. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ შინ დაბრუნებისთანავე კოკორეკინი საყვარელს სტუმრობდა. მუშაობის სფერო უზარმაზარი იყო. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში პაციენტი კონტაქტში იყო რამდენიმე ათას ადამიანთან. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას იდენტიფიცირება.

მთლიანად კარანტინში მოაქციეს 9 000 ადამიანი, თავად უშუალოდ მხატვრისგან დაინფიცირდა 19 ადამიანი, თავად იმათგან კი 23 ადამიანს გადაედო, ამათგან დაიღუპა 3.

1960 წელს მოსკოვის 7 მილიონიან მოსახლეობას ვაქცინაცია ჩაუტარდა. მათ შორის იმათ, ვინც კვდებოდა.მარტო ერთ კვირაში მოხდა 1, 5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციია, რომელსაც 10 ათასიანი მედიკოსთა ბრიგადა ემსახურეობოდა, ერთ თვეში ნატურალური ყვავილის ეპიდემია აღმოიფხვრა.


ციმბირის წყლული-1979 წელს სვერდლოვსკის ოლქში გავრცელდა ციმბირის წყლული, თუმცა არა ჩვეულებრივ მსხვილფეხა პირუტყვისგან, არამედ სამხედრო ბიოლაბორატორიიდან, ლაბორანტ ნიკოლაი ჩერნიშევს, დაივიწყა ფილტრის საქშენის შეცვლა, რამაც ხელი შეუწყო სპორების ჰაერში გაფანტვას.თავისდაუნებურად ამოქმედდა "ბიოიარაღი", რომელიც მთელ ქალაქში გავრცელდა. იცოდნენ ხელისუფლებამ ამის შესახებ? რა თქმა უნდა კი.

2 აპრილს, სპეცბანაკის ყველა ოფიცერი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს. 5 აპრილისთვის ყველას გამოკვლევა და ვაქცინაცია ჩაუტარდა - ამ დროს სამოქალაქო მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით.

საბჭოთა პრესა მაშინ წერდა, რომ სულ ციმბირის წყლულის 27 შემთხვევა გამოვლინდა, 1980 წელს კი სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა მცირე სტატია, სვერდლოვსკის ოლქში "ციმბირის წყლულის ცალკეული შემთხვევების გამოვლენის" შესახებ.

მხოლოდ 1992 წელს გახდა სრული სურათი ცნობილი, დაიღუპა დაახლოებით 300 ადამიანი, თუმცა ისიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს არ იყო დივერსია.




intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები
6
403
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
403
  
2020, 17 თებერვალი, 13:46
სიმსივნე მეოთხე თუ მეხუთე ადგილზე,ყველაზე მეტად ინსულტი-ინფაქტით იღუპებიან ადამიანები,წლებია მყარად უკავია პირველი ადგილი
2020, 17 თებერვალი, 12:33
დღესდღეობით სიმსივნე ისეთი ტემპებით ,,მუშაობს,, კორონა და სხვა ვირუსები რა მოსატანია(((
2020, 17 თებერვალი, 11:21
კი გეთანხმებით,საერთოდ ნებისმიერი ინფექციური დაავადება სიკვდილით მთავრდებოდა(იშვიათი გამონაკლისის გარდა) მეორე მსოფლიო ომამდე,სანამ ფლემინგი პირველ ანტიბიოტიკს დაამზადებდა...რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მედიცინაში
2020, 17 თებერვალი, 10:14
ტუბერკულიოზსაც ბევრი ემსხვერპლა 40-იან წლებში, როგორც ვიცი((
2020, 17 თებერვალი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6