x
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინტერნეტში ვიდეო მიმართვას ავრცელებს: "სიცოცხლის უფლება ხომ მაქვს ნეტა, მაქვს უფლება რომ ვიცხოვრო?"
ტელეწამყვანი მაია ასათიანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე, როგრც თავად ამბობენ, დიდი ოდენობით გამოქვეყნებული თავისი შინაური ცხოველების ფოტოებისა და ვიდეოების გამო. მაია ასათიანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

image

ესეიგი აუზზე წავედი და საცურაო კოსტუმი რატო გაცვიაო, გავიცინე და რატო იცინიო, სახლში ვარ ჩაკეტილი ძაღლებს ვეთამაშები და რა წაიღე ტვინი ამ შენი ძაღლებითო და სიცოცხლის უფლება ხომ მაქვს ნეტა, მაქვს უფლება რომ ვიცხოვრო? როგორ ფიქრობთ? რა გავაკეთო? ახლა მოგიყვებით რაშია საქმე, დუდი არის ნუცას ძაღლი, ნუცას ძალიან უნდოდა, რომ ძაღლი გვყოლოდა და თან უნდოდა, რომ ჰასკი გვყოლოდა და მოვუყვანეთ, მოკლედ, დუდი ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არსებაა, თან დუდი ნუცას ზედმეტსახელი იყო, ასე ვეძახდი და ამიტომ დავარქვით დუდი.

image


image

რატომ მოვიყვანე ბუბუ, არამგონია ახლა შვილმკვდარმა ქალმა უნდა ახსნას რას ნიშნავს როცა სახლში ბრუნნდები და არავინაა. ყველაზე რთული ჩემთვის იყო სახლში დაბრუნება, იმიტომ, რომ დღემდე მაქვს ჩვევა, რომ როცა მაგვიანდება, ვიღებ ტელეფონს და ნუცას ვურეკავ, რომ ვუთხრა, რომ მაგვიანდება, ამიტომ ყველაზე რთული არის ჩემთვის კარის გაღება და სახლში შემოსვლა, ამიტომ აი პირველ სიცივეს კარს რომ ვაღებ და სახლიდან მეჯახება ბუბუ ძალიან მაგრად ანეიტრალებს, იმიტომ, რომ ისეთი სითბოთი და სიყვარულით მხვდება, თქვენც ხომ გინაახავ. ძალიან მოჭარბებულად მაქვს, როგორც ყველა დედას, ინსტიქტი, რომ ვიღაცაზე იზრუნო და ძალიან მინდოდა, რომ მყოლოდა არსება ვისზეც ასე, პატარა ბავშვივით ვიზრუნებდი. არ დამიწყოთ წერილების მოწერა ბავშვს რატომ არ ვაჩენ, ეგ კიდევ ცალკე თემაა.

imageimage


და მერე მოვიყვანეთ თუთა იმიტომ, რომ ძალიან მეხმარებიან, რეალურად ვერ წარმოვიდგენდი ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა ქალებისთვის და დედებისთვის მაგრამ კარგით, აგიხსნით მეგობრებო, ძალიან მეხმარებიან ეს პატარები ჩემი ტრაგედიის გადატანაში და ამას ხედავთ კიდეც. ძალიან ბევრი მწერთ იმდენ სითბიოს და სიყვარულს ვგრძნობ, მადლობა მინდა გითხრათ ყველას, განსაკუთრებით პატარების მშობლებს, რომლებიც მწერთ, რომ თქვენი პატარები დუდისთან და ბუბუსთან ერთად ჭამენ საჭმელს, იძინებენ, იღვიძებენ და ამ ვიდეოებს უყურებენ და ამიტომაც ვიღებ ხოლმე, იმიტომ, რომ რეალურად მართლა თუ დამიანებივით მოექცევი, თვითონაც ასეთი ჭკვიანები და საოცრად მოსიყვარულეები ხდებიან, ახლაც სხედან და მიყურებენ რას ვლაპარაკობ.

image


ხოდაა ასეა მეგობრებო, კი ბევრი მწერთ, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება, მაგრამ ვბრაზდები, იმტომ, რომ ბოროტებასაც ხომ აქვს საზღვარი.

imageისევ ვამბობ, რომ როცა ვიცინი და სადღესასწაულო კაბა მაცვია, ესეც პრობლემაა და სახლში თუ მინდა ნიანგი მეყოლება.


ამბობს მაია ასათიანი თავის ვიდეო მიმართვაში.

0
353
1-ს მოსწონს
ავტორი:მრნ
მრნ
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0