x
image
კატაპულტი
ვინ და როგორ იხსნა სიკვდილისაგან ასობით ებრაელი ბავშვი მეორე მსოფლიო ომში?!
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ჰიტლერი გამალებით ებრძოდა ებრაელბს, ვარშავაში მცხოვრებმა ქალმა, ირინა სენდლერმა, ასობით ებრაელი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს.image

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტებისაგან ოკუპირებული ვარშავის ცენტრში მოეწყო პოლონელი ებრაელების გეტო, რომელიც 1940 წელს დალუქეს. იქ ხშირი იყო შიმშილითა და ავადმყოფობით გარდაცვალების ფაქტები. ირინა სანდლერი იმ დროისათვის მუშაობდა სოციალურ მუშაკად და ევალებოდა გეტოში ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რა მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ ებრაელი ბავშვები და მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო მიწისქვეშა აქტივისტი, ბავშვთა გადასარჩენად. 1940 წელს ირინა სანდლერმა სექმნა ქსელი ათ თანამოაზრე ქალთან ერთად და სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების საშუალებით დაიწყო ბავშვების გეტოდან გაპარება. ქსელის წევრებმა მოაწყვეს მთელი რიგი მალულად სამოძრაო მარშუტი, კერძოდ, ისინი იყენებდნენ გვირაბებს, სასამართლო დარბაზის გასასვლელებს, სარდაფს და საკანალიზაციო სისტემას.

ბავშვები დააბინავეს ბავშვთა სახლებში, მონასტრებში ან სანდო პირების კერძო სახლებში. ამასთან სანდლერმა შეადგინა დოკუმენტაცია ბავშვებზე, რომლის საშუალებითაც, ომის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა ამ ბავშვების დახმარება. აღნიშნული დოკუმენტი კი ერთ-ერთი ხის ქვეშ დამარხა.

1943 წელს გესტაპოსათვის ცნობილი გახდა ქსელის არსებობის შესახებ; შიპყრეს და წამებით დაკითხეს ირინა სენდლერი, თუმცა, მიუხედავად დიდი წნეხისა, მას არაფერი უთქვამს. მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა გაქცევა მოახერხა და ომის დასრულებიდან დიდი ხნის განმავლობაშიც არ საუბრობდა ამ თემაზე.


2003 წელს პოლონეთის მთავრობამ მას უმაღლესი ხარისხის ორდენი, “თეთრი არწივის" ორდენი მიანიჭა “მამაცობისა და გამბედაობის " გამო. 2004 წელს მწერალმა ანა მიესკოვსკამ დაწერა ირინა სენდლერის ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც მოგვიანებით გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნად სახელწოდებით “ჰოლოკოსტის ბავშვების დედა".

ირინა სენდლერი 2008 წელს გარდაიცვალა ვარშავაში არსებულ მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში.

ირინა სენდლერი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი დიდი გმირი იყო, რომლის შესახებაც თითქმის არავინ არაფერი იცოდა დიდი ხნის განმავლობაში.


ასევე საინტერესოა:

როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!

დედოფალ ელისაბედ II-ის პირადი ფოტოალბომი – 68 წელი ტახტზე

ვინ არის 15 წლის შვედი გოგონა, რომელიც მსოფლიოს გადარჩენისათვის იბრძვის?!

ალბერტ აინშტაინის 10 გენიალური ციტატა

0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0