x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიარაღებაში 2020 წელს მიიღებს ძირითად ტანკს Т-90М "Прорыв-3"-ს

image ძირითადი ტანკი Т-90М "Прорыв-3" რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა წელს. ამის თაობაზე სააგენტო "Интерфакс" -ს განუცხადა "Уралвагонзавода" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე პოპოვმა. მანვე განაცხადა, რომ ეს არაა მოდერნიზებული ტანკი არაა, არამეს ეს სრულიად ახალი ტანკია.
ტანკი Т-90М "Прорыв-3" გამოირჩევა კოშკურით და ცეცხლის მართვის სისტემით: გამოყენებულია მიზნის გაცილების ავტომატური სისტემა და თბოვიზორი. გარდა ამისა ტანკზე დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს მთელ წრეზე ჰქონდეთ ხედვის და კონტროლის საშუალება.
კიდევ ერთი სიახლე-ესაა ცხაურის ეკრანები, რომლებიც კოშკურის საფუძველს იცავენ. ხოლო ძრავის განყოფილება დაცულია კუმულატიური ჭავლის საწინააღმდეგო ცხაურებით, მათი ამოცანაა-ხელი შეუშალოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და ხელყუმბარას ტანკის ჯავშნის გარღვევაში.
იმ ინფორმაციით რაც ხელმისაწვდომია ტანკზე ტანკის მონაცემებია:
წონა-46, 5 ტონა
მაქსიმალური სიჩქარე-70კმ/სთ
სვლის მარაგი-550 კილომეტრი

ძირითადი ტანკის Т-90М "Прорыв-3" — შეიარაღება: 125-მილიმეტრიანი ქვემეხი, ხოლო კოშკურაზე დამონტაჟებულია დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული მძიმე ტყვიამფრქვევით.

0
185
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185