x
image
კატაპულტი
როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!
image
1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უზნაესმა საბჭომ მიიღო სოციალისტური რესპუბლიკის დაშლის გადაწყვეტილება. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა ამ მოვლენას XX საუკუნის უმთავრესი პოლიტიკური კატასტროფა უწოდა.

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დღესდღეობით რუსეთის მოქალაქეების 66 % მწუხარებას გამოთქვამს საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ასეთი აზრი 58%-ს ჰქონდა.

ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალისტური რესპუბლიკის დაშლის მიზეზი ბორის ელცინი კი არ იყო, რომელმაც დოკუმენტს მოაწერა ხელი, არამედ მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც ყველა პირობა შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლისათვის.

1985 წელს გორბაჩოვმა დაიწყო გარდაქმნის პოლიტიკა, რაც პოლიტიკისა და ეკონომიკის სისტემის ცვლილება გულისხმობდა.შედეგად ჩამოყალიბდა არაერთი ეროვნული მოძრაობა და ორგანიზაცია. მკვეთრად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა.დაიწყო ბრძოლა ყველა იმ სფეროს წინააღმდეგ, რომელსაც ხაზინაში შემოსავალი შეჰქონდა, ეს იყო სოფლის მეურნეობა, ტაქსის მძღოლები და ა.შ. 1988 წელს გამოცხადდა 10 პრიორიტეტული სფერო, რომელიც სასწრაფო ყურადღებას ითხოვდა, თუმცა საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო 10 სფეროსათვის ერთდროულად მიეხედა, შედეგად მთლიანად ჩამოიშალა ეკონომიკა. გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის დროს საბჭოთა კავშირი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო ეკონომიკის მაჩვენებლებით, ახლა კი რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.


1990 წლის 11 მარტს ლიტვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დატოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლა, პირველ რიგში, გამოწვეული იყო გორბაჩოვის არასისტემური და არაადეკვატური ნაბიჯებით, რამაც არაერთი ეროვნული მოძრაობის შექმნას შეუწყო ხელი. ამასთან გორბაჩოვის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ყველა ავტონომიას წევრ ქვეყანასთან ათანაბრებდა.ამის გამო შესაძლებელიც კი იყო, რომ სოციალისტური რესპუბლიკა არა 15 ქვეყანად, არამედ 35 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაშლილიყო. ამ კანონის ავ მხარეებს დღესაც იმკიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.



ასევე საინტერესოა:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ შტაბს ქმნისimage

რას საქმიანობენ მასონები საქართველოში და ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი მასონები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?!image

მიხეილ სააკაშვილი – გმირი, თუ დიდი პოლიტიკური თეატრის პერსონაჟი?!

რამდენად სახიფათოა ჩრდილოეთ კორეასთან ომი?!

ამერიკელი ფსიქოთერაპევტები: “დონალდ ტრამპი ფსიქიკურად ავადაა"

image

2
1347
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1347
  
2023, 27 თებერვალი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 თებერვალი, 3:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2