x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
აი, როგორ ექცევიან მოძალადეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
image


მას შემდეგ, რაც ამერიკელი სტუდენტი ბროკ ტერნერი გაუპატიურების ბრალდებით ციხეში მხოლოდ 6 თვით გაუშვეს, სრულიად საზოგადოება აღშფოთდა. ბევრი თვლიდა, რომ ამერიკელ სტუდენტს არასამართლიანი განაჩენგამოუტანეს, ზოგიც კი მიიჩნევდა, რომ ნახევარი წელი ციხეში ყოფნა, იმ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან შედარებით, რომელიც მან გოგონას მიაყენა ზღვაში წვეთი იყო. თუმცა, სანამ კონფლიქტში ჩართულ რომელიმე მხარეს გავამართლებთ, მოდით მანამდე ერთად ვნახოთ, თუ რა სასჯელის ფორმები არსებობს მოძალადეებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.





1. ჩინეთი



image


ჩინეთში მოძალადეს ან სიკვდილით ან კასტრაციით სჯიან, ანუ დამნაშავეს სწორედ იმ ორგანოს კვეთენ, რომლის საშუალებითაც მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა.







2. ჩრდილოეთ კორეა



image


კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოძალადეს სასჯელის უმაღლეს ზომას - დახვრეტას უსჯიან, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსხვერპლს დამხვრეტთა ჯგუფის შემადგენლობაში გაწევრიანება შეუძლია.



3. ავღანეთი



image


ამ ქვეყანაშიც მსჯავრდებულის ჯალათათ თქვენ წარმოიდინეთ და, თავად დაზარალებული - მსხვერპლი გვევლინება. ისლამურ სახელმწიფოში სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირი სიკვდილით ისჯება.





4. რუსეთი




image


რუსეთში, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობა 3 - დან 30 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




5. ეგვიპტე



image


ამ ქვეყანაში მოძალადის დასჯის საკმაოდ უცნაური კანონი მოქმედებს - აქ მათ საჯაროდ ახჩობენ.






6. ჰოლანდია



image


ჰოლანდიაში დამნაშავეები ციხეში გაცილებით უფრო მოკლე ვადით (4-15 წელი) ხვდებიან, თუმცა ძალადობად აქ არა მხოლოდ სექსუალური აქტი, არამედ კოცნაც კი ითვლება, ამიტომაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები გოგონებთან ურთიერთობაში საკმაოდ ფრთხილები არიან და შესაბამისად, პირველი ნაბიჯის გადადგმასაც სწორედ ამის გამო ერიდებიან.



7. ირანი


image


მსოფლიოში ეს ქვეყანა თავისი სასტიკი სასჯელებით არის ცნობილი, ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი ამ ისლამურ რესპუბლიკაში მსჯავრდებულები კანონის წინაშე, პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ, ძალადობრივ დანაშაულზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ... ალბათ, მოულოდნელი არავისთვის იქნება თუკი გეტყვით, რომ მოძალადეებს ჩადენილი "ცოდვა" სიცოცხლის ფასად უჯდებათ - მათ ან ხვრეტენ ან ახრჩობენ, ხოლო თუკი მსჯავრდებული სასწაულებრივად სიკვდილით დასჯისგან თავის დაღწევას შეძლებს, მაშინ მას ან სამუდამო პატიმრობა ან წამება ელოდება.





8. საუდის არაბეთი



image


არაბული ქვეყნები თავისი სასტიკი კანონებით არის განთქმული. აქ მოძალადეს, რომელიც დამნაშავედ ცნეს, პირდაპირ, სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე ხვრეტენ.





9. ისრაელი



image


აი, რაც შეეხება ისრაელს, სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ დამნაშავეებს ბევრად უფრო ლმობიერად ექცევიან. როგორც წესი, მოძალადე ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში 4–16 წლით მიდის.



10. არაბთა გაერთიანებული საამიროები



image


არაბთა გაერთიანებულ სამიროებში მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 7 დღის ვადაში სიცოცხლეს ასალმებენ. ახლა კი სამართლიანობაზე საუბარს აზრი ნამდვილად აქვს, აბა როგორ ფიქრობთ, სულ რაღაც ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ან პირობით მსჯავრად 3 წლის შეფარდება მოძალადისთვის რამდენად საკმარისია?




2
1439
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1439
  
2020, 17 თებერვალი, 3:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 თებერვალი, 3:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2