x
მეტი
  • 05.04.2020
  • სტატია:100953
  • ვიდეო:345654
  • სურათი:463696
9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!
imageყველა ადამიანს სურს ისეთი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვიჩვენებს, რომ ასე იშვიათად ხდება. ევროპაში დღესდღეობით წყვილები 2.5-ჯერ უფრო ხშირად შორდებიან და 2-ჯერ ნაკლებად ქორწინებიან, ვიდრე გასულ 50 წელიწადში. კარგი ისაა, რომ განქორწინებისთვის განწირული ქორწინებების ამოცნება მეცნიერული კვლევების მეშვეობით უკვე შესაძლებელია.


ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი ბედნიერი და მყარი ოჯახი იარსებებს. ამიტომაც გაგაცნობთ 9 აშკარა ნიშანს იმისა, რომ ცოლ-ქმრის განქორწინების რისკი ძალიან დიდია.






1. ღიმილი ბავშვობის ფოტოებში

ფსიქოლოგებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის გასაგებად, შესაძლებელია თუ არა განქორწინების წინასწარ განჭვრეტა ადამაინის ბავშვობის და ახალგაზრდობის ფოტოებზე დაკვირვებით. ერთ-ერთ კვლევაში მათ ახალგაზრდების კოლეჯის ალბომი დაათვალიერეს და თითოეული მოსწავლის ღიმილის ინტენსივობა 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს. გულწრფელ ღიმილს ორი ნიშნით განსაზღვრავდნენ: პირის კუნთების დაჭიმულობა და ნაოჭები თვალების გარშემო.


არცერთი ადამიანი, რომლის ღიმილიც 10 ქულით შეფასდა, არ განქორწინებულა მომავალში. როგორც აღმოჩნდა, დანარჩენებიდან მომავალში ყოველი მე-4 ადამიანი გაშორდა მეუღლეს. კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ფოტოებში დაღვრემილები არიან, განქორწინების რისკი 5-ჯერ მეტია.


image






2. ხმის ემოციური ტონი

ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამას შეუძლია, 79%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველოს ქორწინების წარმატებულობა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მეუღლეების ხმის ტონის ჩაწერა, როცა ერთმანეთს ესაუბრებიან. მეცნიერებმა 100-ზე მეტი წყვილის საუბარი გააანალიზეს და მათ ცოლქმრულ სტატუსს მომდევნო 5 წლის განმავლობაში დააკვირდნენ.


როგორც აღმოჩნდა, იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას ამბობთ, ისაა, თუ როგორ ამბობთ. კვლევის მიხედვით, ურთიერთობის შენარჩუნებაზე ამას დიდი გავლენა აქვს.






3. საპირისპირო სქესის კოლეგები

დანიელი მკვლევრების კვლევის მიხედვით, ადამიანებისთვის, რომლებიც საპირისპირო სქესის კოლეგებთან ერთად მუშაობენ, განქორწინების რისკი 15%-ით მაღალია. ისინი დააკვირდნენ ყველა დაქორწინებულ წყვილს დანიაში 1981-დან 2002 წლამდე და აღმოაჩინეს, რომ 100 000 მათგანი უკვე განქორწინებულიყო.

image






4. დედობრივი აღზრდა

ზოგიერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ არაერთი წყვილი მშობლების ქცევას ბაძავს, განსაკუთრებით - დედისას. სოციოლოგებმა 7 000 ადამიანის ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ დედა ახალ ურთიერთობას იწყებს (იქნება ეს ქორწინება თუ ქორწინების გარეშე ურთიერთობა), მისი ზრდასრული შვილიც მომავალში იმავეს იმეორებს.

image






5. კონფლიქტების იგნორირება

ჯონ გოტმენმა გარდაუვალი განქორწინების მაუწყებელი 4 მთავარი ნიშანი დაასახელა: გულგრილობა, მსხვერპლის პოზიცია, კრიტიკა და კონფლიქტების იგნორირება. ერთი შეხედვით, ეს 4 რამ უსაფრთხო ჩანს, თუმცა, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მათ დესტრუქტიული ეფექტი აქვთ ქორწინებაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, მზად ხართ ცხელი დებატებისთვის, უნდა გამოთქვათ აზრი იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, თქვენი პარტნიორი კი უცებ წყვეტს საუბარს და თქვენს ემოციებს აიგნორებს.


შეიძლება გეგონოთ, რომ მეუღლეები კონფლიქტების იგნორირებით სიმშვიდეს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია, დებატები და კამათი კომუნიკაციის საუკეთესო გზა არაა, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ქორწინების შენარჩუნებისთვის აუცილებელი აღმოჩნდეს. ცოლქმრულ ცხოვრებაში საჭიროა გადაუჭრელ პრობლემებზე საუბარი და მათი მოგვარების გზების ძიება. თუ ერთ-ერთი ამ საუბარს დააიგნორებს, მომავალში გაცილებით მეტი პრობლემა იჩენს თავს.






6. ქმრის ნეგატიური დამოკიდებულება ცოლის მეგობრების მიმართ

მეცნიერებმა გააანალიზეს 373 წყვილის ურთიერთობა, რომლებიც ქორწინებაში 16 წელიწადზე მეტ ხანს იყვნენ. აღმოჩნდა, რომ წყვილების 46% 16-წლიანი ერთად ყოფნის შემდეგაც დაშორდა ერთმანეთს და ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება ქორწინების პირველი წლიდანვე შეიძლებოდა, როცა ქმარი ცოლის მეგობრებს აკრიტიკებდა.


მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალების მეგობრობა, რომელიც ემოციური სიახლოვითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ხასიათდება, უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე კაცების მეგობრობა, რომელიც ხშირად საერთო აქტივობებზეა დაფუძნებული. ამიტომაც კაცისთვის უფრო მარტივია კომუნიკაციის წრის შეცვლა და რთულია საერთო ენის გამოძებნა ცოლის მეგობრებთან, რომლებიც უსიამოვნოდ მიაჩნია.

image






7. ახალდაქორწინებულობით გამოწვეული ზედმეტად აღტაცება ერთმანეთით

ფსიქოლოგმა ტედ ჰასტონმა 168 წყვილი შეისწავლა, რომლებიც 13 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. კვლევის შედეგი 2001 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ Interpersonal Relations and Group Processes-ში, რომელშიც ნათქვამი იყო: "წყვილებმა, რომლებიც 7 ან მეტი წლის შემდეგ გაშორდნენ, ერთმანეთით აღტაცებით გამოწვეული ეიფორიის 1/3 ქორწინების პირველ წლებში გამოხატეს. წარმატებულ ცოლ-ქმარს ეს გრძნობა მთელი ცხოვრება ჰყოფნის".


ეს ყველაფერი იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ წყვილები, რომლებმაც ურთიერთობა ძლიერი რომანტიკული გრძნობებით დაიწყეს, ხშირად ვერ ახერხებენ, იგივე ემოცია დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ. "გინდა დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰოლივუდის რომანტიკის" გარეშე დაწყებული ურთიერთობები გაცილებით დიდ ხანს გასტანს", - ამბობს ექსპერტი ავივა პატზი.

image






8. სიღარიბე და უმუშევრობა

გასაკვირი სულაც არაა, რომ რთულ პირობებში ცხოვრება მარტივი არაა. ასეთ ყოფაში ცოლ-ქმარი უფრო ხშირად შორდება ერთმანეთს, ვიდრე ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში. ბობ ბირელი, განქორწინების შემდეგ მშობლების ფინანსურ სარგებელზე კვლევის თანაავტორი, ამას ადასტურებს.


"ზოგი ფიქრობს, რომ კაცს ენანება ჯიბიდან ფულის გაღება ოჯახისთვის. თუმცა, რეალობამ აჩვენა, რომ განქორწინებული მამაკაცების დიდ ნაწილს იმდენად ცოტა შემოსავალი ჰქონდათ, რომ ნამდვილად გაუჭირდებოდათ დედის ან შვილების კარგი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველჰყოფა".






9. ვიწრო საწოლი

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მეუღლეები უნდა იწვნენ ცალ-ცალკე ან ძალიან ფართო საწოლში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, კარგი ძილისთვის და ოჯახში ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად. მეცნიერებმა, რომლებიც ძილის პრობოლემებს სწავლობდნენ, აღმოაჩინეს, რომ ცოლ-ქმრის 30-40%-ს სხვადასხვა საწოლში ეძინათ. ეს კარგიცაა, რადგან, როგორც გაირკვა, ცუდად ძილი განქორწინებაზე ახდენს გავლენას. ასე რომ, თუ მყარი ურთიერთობა გინდათ პარტნიორთან, დარწმუნდით, რომ ორივეს კარგად გძინავთ.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თქვენს პარტნიორს, თუ მობილურს გამუდმებით გიმოწმებთ

image


2. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს

image


3. 10 ცნობილი წყვილი, რომლებმაც რთული გზა გაიარეს და სიყვარულისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს

image


4. რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან - 8 პოპულარული მიზეზი

image


5. თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

image

2
2631
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2631
  
28 თებერვალი, 18:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 თებერვალი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2