x
ბებიამ სახლში ჩაის პაკეტების ნაცვლად პრეზერვატივი მიიტანა

image


ინგლისის ქალაქ ლანკაშირში 76 წლის ქალბატონი მარკეტში ჩაის პაკეტების საყიდლად წავიდა, თუმცა მარკეტიდან პრეზერვატივების მთელი შეკვრით დაბრუნდა.


როცა ქმარმა აღმოაჩინა მეუღლის შენაძენი, გაოცდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა დაინტერესდა, თუ რატომ იყიდა მისმა ცოლმა პრეზერვატივები, აღმოჩდა რომ ქალს სათვალე სახლში დარჩენია და ჩაის პაკეტებისგან ვერ გაარჩია ყიდვისას. როგორც კი გაიგო ქალმა, თუ რა ჰქონდა ნაყიდი, შვილიშვილს შესჩივლა, სასწრაფოდ დაებრუნებინა შენაძენი მარკეტისთვის უკან.


ამ ამბავმა ისე გაახალისა 29 წლის შვილიშვილი, რომ ფეისბუქის თავის გვერდზეც კი დაწერა ამ ამბავზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღის ბოლოს უკვე 12 ათას მოწონება დაიმსახურა.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
251