x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99521
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
ბრიტანელმა მამაკაცმა ჯეკპოტი მოიგო და საკუთარი გასვენება წინასწარ მდიდრულად დაგეგმა

image დიდი ბრიტანეთის 72 წლის მცხოვრებმა კოლინ ვეირმა თავისი ცხოვრების ბოლოს მოიგო ლატარეა, სადაც ჯეკპოტი იყო 161 მილიონი ფუნტი სტერლინგი ეროვნულ გათამაშებაში "EuroMillions". კოლინმა ფულის მიღებისთანავე დაიწყო ფულის ხარჯვა, როგორც იტყვიან "მარჯვნივ და მარცხნივ".
პირველად იღბლიანმა მამაკაცმა წილი იყიდა მის საყვარელ საფეხბურთო კლუბში შეიძინა რა ამ კლუბის აქციები.
კოლინმა რასაც ჰქვია დაიწყო "კარგის ჭამა და კარგის სმა", თუმცა მალევე ავადმყოფმა თირკმლებმა მალევე შეახსენა თავი და კოლინიც იძულებული გახდა საჭირო თადარიგი დაეჭირა წინასწარ, საუბარია გარდაცვალების მერე მის მდიდრულ გასვენებაზე.
image კოლინმა დატოვა ანდერძი რომლის შესასრულებლად წინასწარ გადაიხადა ფული. სიცოცხლეში კი მან დაიქირავა ერთერთი ყველაზე ძვირი სასტუმრო, შეუკვეთა ლიმუზინი და 340 ფუნტიანი შამპანურით უმასპინძლდებოდა მეგობრებს, ძალიან ძვირ დელიკატესებთან ერთად.
2019 წლის დეკემბრის ბოლოს კოლინი თირკმლების მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
კოლინის დასაკრძალი ცერემონია გაიმართა დღეს, სტუმრებს გამოუტანეს ანდერძის შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებული მაღალი ხარისხის ღვინო, რისი ყიდვაც კი შეიძლებოდა დიდ ბრიტანეთში.
კოლინი სარიტუალო ლიმუზინით ჯერ მისი საყვარელი გუნდის მოედანთან მიასვენეს, რომელი გუნდის აქციონერიც იყო კოლინი.
image კოლინმა გარდაცვალებამდე გუნდს და გუნდის საფეხბურთო აკადემიასაც საკმაოდ დიდი თანხა შესწირა და გუნდის აქციონერებმა მოითხოვეს გლაზგოში გუნდის ბაზაში მიესვენებინათ კოლინი.
"A Trump Turnberry hotel and golf resort"-ეს კი ის სასტუმროა შოტლანდიაში ტერნბერრში, სადაც კოლინის ქელეხი გაიმართა.
image ამ სასტუმროში, საუკეთესო ნომერში ცხოვრობდა კოლინი მეუღლესთან ერთად და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.
ამ სასტუმროს ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ დარბაზში აიმართა კოლინის ქელეხიც, სტუმრებს ძალიან ძვირი " £340"-იანი ღვინით და დელიკატესებით გაუმასპინძლდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ კოლინის ნათესავები, მეგობრები, მისი საყვარელი გუნდის წევრები და საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები.
image კოლინი ამბობდა: "მე შემეძლო ამ ფულით სადმე წყნარი კუნძული მეყიდა და იქ მეპოვა განსასვენებელი, მაგრამ მეგობრებს ვერ დავტოვებდიმ თუნდაც სიკვდილის შემდეგ".






0
299
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299