x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდი ოპერაში
image


„სიყვარული ეს მხატვრული ფილმია, ფილმის სცენარი, რომელიც, თავის მხრივ აღებს კარებს, რათა პატივი მიაგოს „ოქროს ხანას“ ოცნებების იმ დიდებულ ფაბრიკას, რომელსაც კინო ეწოდება“ – ასე ახასიათებს თავის ახალ საოპერო დადგმას „სიყვარულის ნექტარს“ რეჟისორი პაბლო მარიტანო, რომლისთვისაც შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა.რეჟისორმა დადგმა 40-50-60-იანი წლების ჰოლივუდს მოარგო და მოქმედება გადასაღებ პავილიონში ხდება.


თბილისის ოპერის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერისთვის ემზადება. ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას და პროექტის Opera(e)Studio“-ს კულმინაციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით. ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა საოპერო დადგმაში - ეს არის მთავარი მიზანი რისთვისაც სამი ქვეყანა გაერთიანდა პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში ჩატარდა ახალგაზრდა მომღერლების მოსმენები, სადაც მონაწილეობა მიიღო 181-მა შემსრულებელმა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან.


image



როგორ შეირჩა სპექტაკლის შემადგენლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოსთვის ამ კითხვებზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გვპასუხობს:

ბადრი მაისურაძე: ამ პროექტის გამარჯვება და სამ თეატრს შორის მჭიდრო, ხანძლივი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მომღერლების ჩართულობა პროექტში, ახალგარზდებს უნდა დავუთმოთ გზა, შევუწყოთ ხელი. შესარჩევი მოსმენები ჩატარდა ტენერიფეში, მადრიდში, ბოლონიაში და თბილისში. 181 მსურველიდან პროექტისთვის შეირჩა 10 მონაწილე მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და მათ შორის ქართველი ახალგაზრდა ბანი.უკვე მეოთხე წელია ოპერისა და ბალეთის თეატრის ხელმძღვანელი ვარ და მიხარია, როდესაც შევდივარ დარბაზში და სავსეა მაყურებლით, როდესაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ხალხი მოდის ოპერაში.


ქართველი ბანი - გივი გიგინეიშვილი ერთერთი მათგანია, რომელიც პროექტის სამხატვრო საბჭომ მოსმენების შედეგად შეარჩია. ჯულიო ძაპა აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი ასე ახასიათებს ქართველ ბანს: გივი ნამდვილად საუკეთესოა როლისთვის, ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო არჩევანი იყო, გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რამდენად ძვირფასია ქართული ხმა ამ სფეროში. დასავლეთზე შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა საქართველო ასეთი პატარა ქვეყანაა, ქართველები ძალიან დიდ პროექტებში იღებენ მონაწილეობას და ვიცით რამდენად უყვართ ქართველებს ოპერა.


მოსმენების შედეგად შერჩეულმა პროექტის ათმა მონაწილემ ტენერიფეში ორთვიანი ინტენსიური კურსი გაიარა ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებაში და ქორეოგრაფიაში ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. ქართველი ბანი კი, ამ წარმატებას თავის კარიერაში დიდ „ტრამპლინად“ მიიჩნევს. გივი გიგინეიშვილი (ბანი):ამ პროექტში საქართველოდან მხოლოდ მე ვარ ჩართული და საოცრად ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მასტერკლასებიდან. ვფიქრობ ყველა ახალგაზრდა მომღერლისთვის საუკეთესო ტრამპლინია კარიერის დასაწყებად. ტენერიფეს საოპერო თეატრში უკვე გაიმართა დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა და ორმა შემადგენლობამ 4 სპექტაკლი ვიმღერეთ. ძალიან მეგობრული გარემო იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ახალგაზრდები დავმეგობრდით და ერთ ოჯახად ვიქეცით. ახლა მე, როგორც ქართველი მონაწილე, ვარ უცხოელების მასპინძელი, საქართველოში ჩამოდის როგორც სადადგმო ჯგუფი, ისე მომღერლები და ჩვენთან 26 თებერვლიდან „სიყავრულის ნექტარი“-ს 4 სპექტაკლი გაიმართება, შემდეგ კი მარტში ბოლონიაში გავემზავრებით და 6 სპექტაკლით დავარგვირგვინებთ ამ პროექტს.


image


რუსუდან მაცაბერიძე, პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში, ასე აღწერს პროექტს: პროექტი Opera(e)Studio მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე ახალგაზრდა მაყურებლის მოზიდვას. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სამივე მონაწილე ქვეყანაში შერჩეულ სოლისტებს უტარდებათ მასტერ-კლასები და ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, როგორებიცაა: კონცერტები ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში, კონფერენციები სტუდენტებისთვის თეატრებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში, ღია კარის დღეები სტუდენტებისთვის. ევროკავშირითან ერთად პროექტს მხარს უჭერს „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო საქართველოში.


image


თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, „სიყვარულის ნექტარი“ ნაჩვენები იქნება 26, 27, 29 თებერვალს და 1 მარტს, რის შემდეგაც სპექტაკლი იტალიაში გაემგზავნრება.


სპექტაკლის დირიჟორები - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი - სერენა როკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი, განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო.

0
39
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0