x
მედროვეთა პოეზია
მედროვე

ლოგოსის დაბადებიდან მისი არსი და მოქმედი სიტყვა სინათლის ქმნას უკავშირდება, რაც ხილული სამყაროს ნიშას აცისკოვრევნებს და განთიადს ჰმატებს, რომლის დროსაც ჩადიან და ამოდიან ადამიანები, ღმერთები, პოეტები თუ სხვები და სწორედ ეს ჩემი პოეტური გადახვევაც იმ ეპოქალური დღის გაგრძელება არის, დღე და ღამეს, რომ ციური სხეულების მსგავსად ჩადის და ამოდის:

ზამთრის ამონარიდი

(ყაზბეგში)



ქურციკთა ხტომა,

ბარდნის მწვერვალები,

ამაღამ მისთხოვდება

თებროლე გატაცებით;

თოვლში ნადიმია

მოხევის გამალებით,

მწყემსები სტოვებენ

სუფრას ნამთვარები!

-------------------------------------------------------

ისევ გატაცებით ბარდნის

ნაკვალები- ქურციკთა ხტომა,

შოთას შაირები... ;


ჩვენში დიდ თოვლობას უყვართ

უნაზესი- ბუხრის წინ სხდომა და

ცეცხლი განალებით.


თებერვალი/2020- 13.13.1980

ჯირონე/იტალია


დიდი გენია და მისი სენი

(სონეტი)


სიყრუემ ისე არ გაგაკვირვოს,

როცა ბგერები სონატას არხევენ

და თვით დაკრული ის სიმფონია

კომეტებს შორის ხმას გაარღვევენ;


ეს ალბათ დიდი ირონიაა, როცაკი

სმენას უხმოდ იფერებ და მაშინ

მითხარ:- ყრუ ვისღა ჰქვია, როდესაც

ცაზე სვეტს ააჟღერებ!?..


თებერვალი/2020- 10.13.1980

ჯირონე/იტალია


მემორია


ბავშვური

სილაღით

ხტოდა;


დრო იყო

ქარზე ქარი.


არ დაუტოვა

ხოტბა,


ისე წალეკა

სახით.


დაემშვიდობა

თბილისს


და გადაფრინდა

სხვა ლიხს,


ახლაცპოეტობს

სიზმრად


და მოგზაურობს

აფრით.


თებერვალი/2020- 7.13.1980

ჯირონე/იტალია


ბოლერო


ვთვრები.

ღამეა.

ბარდნის.

არა, კი არ

თოვს,

ზამთრის

დაუპენტია

ქარს- იმ

ყვავილობის

ჟამს.

და სულ

ფარფატით

რთავს,

რაც რომ

გააჩნდა

თავს;

გაიადვილა

წამი, ისევ

თვრება და

ბარდნის.


თებერვალი/2020- 5.13.1980

ჯირონე/იტალია


წამი


მზე, ოცნება,

დარი.


სიო არხევს

ჩქარი,


მეჩვენება

კრძალვით,

როს მიყვარდა

მგზავრი:


ჩაიარა წლებმა,

გავიარე წამით

და დამიხვდა

სევდა-


მონატრების ჟამით.


ის დრო იყო როცა,

მეც მიყვარდა სხვა

რიგ და ბავშვივით

შემდეგ მივივიწყე

მალვით.


ახლა ისევ ისე

მომენატრა წამით

და მთვლემარემ

სახლთან მივეყუდე

ლამის:


მზე, ოცნება, დარი;


სიო არხევს რა რიგ


და მთვლემარეს

კართან გამიელვე


წამით.


თებერვალი/2020- 4.13.1980

ჯირონე/იტალია


თბილისური


ეს თბილისური ქარია,

ცაში ბამბები ფრინავს

და ასთმიანებს ქალაქში

უჭირთ ჰაერის სუნთქვა.


( აღარ იბარდნის იმგვარად,

ხეები მიჭრეს დილას და იმ

დეკორატიულ ყვავილებს

მიაქვს ბონსაის კვირა).


- შენ, - მეგობარო!- რა გიჭირს;

აღარ შეგხვდები მტირალს,

მაგრამ ვერასდროს იხილავ,

როცა ბარდნის და გიყვარს.


----------------------------------------------------------


ეს მშობლიური დარია და აღარ

ბარდნის ცის თავს, - ხეები მოჭრეს

იმ დღისით და გვაქვს ბონსაის დილა!


იანვარი/2020- 31.13.1980

ჯირონე/იტალია


პროზა


ვაილდის სატრფოს

ეძინა მარტოს,


როს მხურვალებდა

ოსკარი საღვთოს


და მიაწერა

ობელისკს

საქმროდ:


- არ დაივიწყებ თუ

გიყვარს სამყროდ!


დიდხანს იძინეს

დრო იყო სათნო, -


არ განგაშებდა

კარს უკან სამტრო,


მაგრამ იმუხთლა

იმ ღამით ტანომ


და სისხლის გუბეში

სცურავდა საკო.


იანვარი/2020- 28.13.1980

ჯირონე/იტალია


სპექტაკლი


საწუთროს ხმა იგი

ყოვლის მომცველი

და უსახური დროების

რეკვა, ისე აღშფოთდა

დასაბამიდან, რომ აღარ

იცის სად არის შვება.

თითქოს და, - მართლაც

სიყვარულია დასაბამიდან

როს უწყის: მზეს, ცას,

მაგრამ ისევე შუღლით

ირევა, ვერ განარჩია

სიწმინდე ქვეყნად.


------------------------------------------------


გაბნეულ გზაზე ჰყრია

მარცვალი და იქ მოიმკის

სადაც აქვს ლხენა;


იანვარი/2020- 26.13.1980

ჯირონე/იტალია


ჩანახატი


წვიმს, ქარიშხალი,

სევდა;


დარაბებს არხევს

დრო


და უჩვეულო

ფეთქვა


მისდევს გულმოკლულ

დროს.


რახან გათენდა ისევ,

წარღვნის პირას დგას

ვგრძნობ,


როცა ღამეში სევდა

ვერ დაიბუდებს


თ ო ვ ს.


იანვარი/2020- 24.13.1980

ჯირონე/იტალია


ამონარიდი


ქუჩები სველი

ასფალტი, მინა

და ჩემს ბინაში

ბუხარი ბრწყინავს;

სამოვარს ვუმზერ,

ასკილი ბზინავს:

ჟასმინს მომართმევს

კარს უკან ყინვა.


ისევ ერთად ვართ,

არ გვიშლის ვინ

სხვა


და სამოვარში

ვდუღვართ

გვირილად:


ქუჩები სველი,

ასფალტი, მინა,


მე, სამოვარი და

ჩემი ბინა...


იანვარი/2020- 24.13.1980

ჯირონე/იანვარი


ზუზუნა


ქირქილით გაშლის აფრებს

და გმინავს, - ზუზუნით ლაშქრავს

დარაბებს გზის პირას;


მოუსვენრობა აღელვებს მტირალს

და იქვე კარვებთან წრიალებს გრიგალ.


გადაიზამთრა.მივყვები ცისკარს და

უკან ჩამომრჩა, რაც მქონდა მზირალს;


ისევ ახლიდან ვივიწყებ ფინალს

როს გაიწვიმა იმ დღისით ცისფრად.


იანვარი/2020- 20.13.1980

ჯირონე/იტალია


სურვილი


გადავცურო

სხვა მხარეს,


გადავფრინდე

ცად,


მიყრუებულ

სასახლეს

შევუკერო

ფრთა,


შემდეგ ისევ

ლოდინით

შევიმოკლო

გზა


და შენხვდები

ოდესღაც,

რომ გიპოვე

ხსნად...


იანვარი/2020- 17.13.1980

ჯირონე/იტალია


ჭორაობა


“თოვლი, მთვარე, ყვავილი",

ვარსკვკავები ცით;- აღარ

გადაიფრენენო, ატყუებენ

ლიხს. იმ პოეტსაც გაუჭირდა

როს ეტრფოდა ლირს და

შორიდან უკან დარჩა,

წეროები შინ. პროცესიას

უმალ გაჰყვა დანისლული

მთის და ღრუბლებმაც

ხამორეკა- თოვლი, მთვარე,

თრთის. ისევ მღერის მელიდიას

და უკრავენ სიმს:- აღარ

გადაიფრენენო, ჭორაობენ ლიხს.


იანვარი/2020- 2.131980

ჯირონე/იტალია


ჯორჯიანა


image







1
36
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
36
  
2020, 14 თებერვალი, 17:45
როგორც ყოველთვის ბეჭვდური ხარვეზის გამო გიბოდიშებთ, მობილურით ვმუშაობ და სამწუხაროდ ხშირია ლაფსუსი სერვერთან ერთად.
პატივისცემით ავტორი
0 1 1