x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99523
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
ქუთაისის სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც გოგოს გაუპატიურება სცადა მინიმალური სასჯელი მიუსაჯა
imageქუთაისის სასამართლომ, მამაკაცს, რომელმაც გოგოს გაუპატიურება სცადა განაჩენი შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ გამოუტანა. საქმე მოსამართლე თათია გოგოლაურმა განიხილა.

"13 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, ს--–---------- მ-------–--- შეეცადა ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის შეღწევას მ------ ც---–----- სხეულში, რა დროსაც მანდ ხელებით უბიძგა ბეჭებზე და წააქცია ტახტზე, აუწია კაბა წელზე, ხელი მოუსვა თეძოს მიდამოში, პირზე ააფარა ხელი, რათა მსხვერპლის ყვირილი ჩაეხშო, ჩაიწია თავად შარვალი და შეეცადა მ------ ც---–-----ათვის ტრუსის გახდას და მ------ ც---–----- სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას, თუმცა ვერ მოახდინა მსხბერპლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო. მითითებულ დროს გოგომ მოძალადეს მიაყენა დაზიანება მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად" - დაადგინა სასამართლომ.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი ძარცვის მუხლით.

13 სექტემბერს ჩადენილი დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


მოსამართლემ ბრალდებულს განაჩენი 4 თვის შემდეგ გამოუტანა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2
211
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
211
  
15 თებერვალი, 11:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 თებერვალი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2