x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99526
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
სიყვარულის ვაქცინა

image

მსოფლიო ახალი ვაქცინის ძიებაშია. კაცობრიობას განრისხებული ბუნება და ეკოლოგიური კატასტროფები აშინებს. ჩვენში და ჩვენს გარშემოც კანონზომიერებაა დარღვეული, მეტიც, სინდისი--როგორც კანონიერების დამცველი დაგვეკარგა. როგორც სახელმწიფო საზღვარს სჭირდება მცველი, ასევე აუცილებელია ჩვენი გონება, ჩვენი ბაგე თავად დავიცვათ და ვიბატონოთ მასზე. წმინდა მამა ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს:“რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე სამართლიანად და შენ უკვე განადიდებ უფალს".

ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება ენერგიიის წყარო, რომ იარსებოს. რა არის ენერგიის წყარო? -ეს არის :ჰაერი, რომელიც ჩვენ დავაბინძურეთ, წყალი რომელსაც არ ვუფრთხილდებით და მიწა-რომელიც დავივიწყეთ, როგორც საკვების მოპოვების მთავარი ობიექტი.მაგრამ ადამიანი ხომ მარტო არსებობისთვის, ჭამა-სმისთვის არაა დედამიწაზე მოვლენილი. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ". პირუტყვიც ხომ ცოცხალი არსებაა, მაგრამ უგუნურია. ადამიანია გონიერი. გამოდის, საარსებო ენეგიაზე უფრო მეტი სჭირდება ადამიანს. და ეს უფრი მეტი, სწორედ სინერგიაა ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა!

ვფიქრობ, დროა, საკუთარი ნებით შემოვუშვათ ჩვენში “ სიყვარულის ვაქცინა"'!– დავიცვათ სამყაროს კანონზომიერება და დავტკბეთ ცხოვრებით!



0
69
შეფასება არ არის
ავტორი:გურჩიანი მარი
გურჩიანი მარი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0