x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99520
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
მისტიური რიტმული სიგნალები კოსმოსიდან დედამიწაზე – რა საიდუმლო იმალება გალაქტიკაში?!(წაკითხვის დრო 2წთ.)
image
მეცნიერები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან კოსმოსიდან მომავალ სიგნალებს და მას უკვე უწოდეს “FRB 180916.JO158+65". ჯერჯერობით დაუდგენელია, რა იწვევს ამ რადიო-სიგნალებს.

დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნული სიგნალები არაპროგნოზირებადად ითვლებოდა, თუმცა საბოლოოდ საერთაშორისო მკვლევარებმა კანადური რადიოტელესკოპის საშუალებით დაადგინეს, რომ ამ სიგნალებს რიტმულობა ახასიათებდა. ეს მცირე სენსაცია გახლდათ, რადგან მანამდე ითვლებოდა, რომ ეს მოვლენები არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

სიგნალები ყოველ 16, 35 დღეში ერთსა და იმავე ქმედებას იმეორებს, კერძოდ, ყოველ საათში აგზავნის ერთ ან ორ რადიოსიგნალს ოთხი დღის განმავლობაში, შემდეგ კი 12 დღით ქრება.

მეცნიერების ვარაუდით, სიგნალების წყარო არის სპირალურ გალაქტიკაში 500 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული დედამიწიდან.


სხვა თეორიების თანახმად, აღნიშნული სიგნალები მომდინარეობს ნეიტრონული ვარსკვლავებისგან, რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ თავიანთი ღერძის გარშემო და ზოგიერთი ძლიერი მაგნიტური ველით ხასიათდება, რაც იწვევს კიდევაც აღნიშნულ სიგნალებს, თუმცა ამ თეორიით მაინც არ იხსნება ამ მოვლენის რიტმულობა, რატომ მაინცდამაინც 16 დღეში ერთხელ?!

ზოგიერთი მეცნიერი რადიოსიგნალების პერიოდულობას უკავშირებს ორბიტაში არსებულ შავ ხვრელს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული პოზიციების შემთხვევაში აღწევს დედამიწამდე სიგნალი. სხვა ვარაუდით კი, თავად სიგნალის წყაროს შესწევს უნარი, იმოქმედოს ასეთი ზუსტი რიტმულობით.


ასევე საინტერესოა:

როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!

ნასამ დაამტკიცა, რომ ჩვენ სამყაროში მარტონი არ ვართ

რუსი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ის მარსზე ცხოვრობდა

1
187
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
187
  
15 თებერვალი, 3:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1