x
image
რუსო ჩარექიშვილი
"არავინ არ იმყოფება ისეთ უიმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია"-იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
„მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.“

„მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ.“

„წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.“image

„მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.“


„ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.“

„უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.“

„თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.“

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა.“

„დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.“

"არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.“

„თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.“

"სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.“

„ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.“

„მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.“

„ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.“

"არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.“

„შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.“image

„სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.“

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე – რატომ?“


1
261
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
261
  
2020, 15 თებერვალი, 3:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1