x
image
კატაპულტი
არის თუ არა ვალენტინობა მართლმადიდებლური დღესასწაული?!
image
ვალენტინობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც “სიყვარულის დღე", თუმცა ბევრმა, ალბათ, არც კი იცის ზუსტად, მართლმადიდებლურია თუ არა ეს დღესასწაული.

ამ დღის აღნიშვნის ისტორიის რამდენიმე ვერსია არსებობს: მე-3 საუკუნეში ძველ რომში არსებობდა ორი ცნობილი წმინდანი სახელად ვალენტინი, ერთი ეპისკოპოსი, მეორე კი მღვდელი. ორივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს 14 თებერვალს. ლეგენდის მიხედვით, ისინი წყვილებს შორის სიყვარულის ხელშემწყობნი იყვნენ. მაშინდელი ეპისკოპოსის აკრძალვის მიუხედავად, ისინი ლოცავდნენ და ჯვარს წერდნენ შეყვარებულ წყვილებს. 469 წელს რომის პაპმა 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა, თუმცა 1969 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ დღესასწაული კალენდრიდან ამოიღო, მიზეზად კი დასახელდა მისი წარმართული წარმომავლობა. საქმე ისაა, რომ ამ დღეს ძველად რომში ზეიმობდნენ “ლუპერკალიას", ქალღმერთ იუნო ფებრუატასადმი მიძღვნილ ეროტიზმით გამორჩეულ დღესასწაულს, რომლის დროსაც ახალგაზრდები სასიყვარულო პარტნიორებს ირჩევდნენ.

სხვა მოსაზრებით, ამ დღის აღნიშვნა დაკავშირბულია ხალხურ დაკვირვებასთან, რომლის მიხედვითაც, ფრინველები და ცხოველები ძირითადად თებერვლის შუა რიცხვებში წყვილდებიან.

რა დამოკიდებულება აქვს ვალენტინობის დღესასქაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიას?! აღსანიშნავია, რომ წმინდა ვალენტინის დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მართლაც აღნიშნავს, ოღონდ 12 აგვისტოს. 14 თებერვალს კი ეკლესია ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანებს არ მოიხსენიებს.


უნდა ითქვას, რომ კათოლიკური ეკლესია ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს აღნიშნავს, როგორც “წმინდა ოჯახის" დღესასწაულს. წყვილებს შორის სიყვარული განსხავებული არც მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაა, ის მხოლოდ ცოლ-ქმრულ კავშირს მიიჩნევს წმინდად და შესაბამისად, “სიყვარულის დღედ" “ოჯახის სიწმინდის დღე" უფრო მიიჩნვა, ვიდრე 14 თებერვლის ვალენტინობა.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ, რომც იყოს 14 თებერვალის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული, მისი აღნიშვნა, უმეტეს შემთხვევებში, არ შეესაბამება რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისათვის მიღებულ წესებს და ამორალური უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი სიყვარული.



2
122
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
122
  
2020, 16 თებერვალი, 15:47
თანაც,ვალენტინი ქართული სახელი არაა.
2020, 15 თებერვალი, 3:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2