x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არის სახიფათო კორონავირუსი ადამიანებისთვი და ღამურებისთვის არა

ებოლა, SARS, ცოფი, MERS და შესაძლოა, ახალი კორონავირუსი CORVID-19 – ინფექციური დაავადებებია, რომლებსაც ღამურები ავრცელებენ. რატომ ისინი?

ახალი კვლევის თანახმად, ეს ძუძუმწოვრები იდეალურ ინკუბატორს წარმოადგენენ ვირუსებისთვის. გარდა ამისა, მათ აქვთ საოცრად ძლიერი იმუნური სისტემა, რომელიც ვირუსის შტამებს «წვრთნის», – მას ადაპტაციის და განვითარებისკენ უბიძგებს. ღამურებს ვირუსი არანაირ პრობლემას არ უქმნის, მაგრამ სხვა სახეობის ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანსაც, ამ მხრივ, ნამდვილად არ გაუმართლათ, რადგან მათი იმუნური სისტემა მზად არ არის ასე ეფექტური და ძალზე გადამდები პათოგენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


image


რა აქვს ღამურას ისეთი, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კალიფორნიის ინსტიტუტის ეპიდემეკოლოგებმა (disease ecologists) ღამურების იმუნური სისტემის და ვირუსის ინფექციის თავისებურებები ნილოსის ხელფრთიანებზე (Rousettus aegyptiacus) და მფრინავ მელიებზე (Pteropus alecto) შეისწავლეს.

გაირკვა, რომ როგორც კი ხელფრთიანების ორგანიზმში ვირუსი ხვდება, მაშინვე სასიგნალო მოლეკულების (ინტერფერონების) გამომუშავება ხდება, რომლებიც ვირუსზე, ორგანიზმის რეაქციის პროვოცირებას იწვევენ: როგორც კი, დაავადებული უჯრედი ინტერფერონის გამოყოფას იწყებს, მაშინვე დამცავ, ანტივირუსულ მდგომარეობაზე გადადიან მეზობელი უჯრედები.


image


ინტერფერონები ადამიანსაც აქვს, მაგრამ ღამურები უკეთესად უმკლავდებიან ინფექციას. როდესაც ისინი ადამიანისთვის სასიკვდილო ვირუსით ავადდებიან, მათ რაიმე სახის სიმპტომი საერთოდ არ აღენიშნებათ – მათთვის ეს, უბრალოდ, გრძელვადიანი ინფექციური დაავადებაა.

კვლევამ აჩვენა, რომ ხელფრთიანების იმუნური სისტემა, ადამიანის იმუნურ სისტემაზე ბევრად უფრო ძლიერია და ის, რომ ვირუსი სწრაფად ეგუება «არაკომფორტულ» პირობებს და ასეთ გარემოში, უფრო ძლიერდება. გამოდის რომ, ღამურები ვირუსისთვის «რეზერვუარის» ფუნქციას ასრულებენ და თან პროგრესირებაში და გავრცელებაში ეხმარებიან.

დაავადებულ ცხოველებზე დაკვირვება გრძელდება. ხოლო, მეცნიერებს, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ღამურები იყვნენ ადამიანების დაავადების მიზეზი.



P. S. რაც შეეხება დაავადების კერას, ჩინელი მეცნიერები თვლიან, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, შეიძლება, ადამიანს ბრაკონიერების მიერ მოპოვებული პანგოლინებისგან გადასდებოდათ. მათ ათასზე მეტი ტესტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამ ცხოველის კორონავირუსის შტამი 99% ემთხვევა ადამიანის გენომში აღმოჩენილი ვირუსის შტამს. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ პანგოლინების და ღამურების გარდა, ვირუსის შუალედური მატარებლები, შეიძლება, ველური სამყაროს სხვა ცხოველებიც იყვნენ.


image


შავ ბაზარზე პანგოლინებზე მოთხოვნა, ვითომდა, ხორცის და ქერცლის «სამკურნალო თვისებების» გამო, დიდია და ამის გამო, ცხოველი უკვე გადაშენების პირას არის.
imageimageimageimageimageimage








0
314
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0