x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გარდაცვლილმა გერმანელმა ინჟინერმა ნეონაცისტურ პარტიას ანდერძით 7 მილიონი ევრო დაუტოვა
ნეონაცისტები


ოქრო ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია, ხოლო იმაზე ჯოჯოხეთური რაღა უნდა იყოს, ვიდრე ჰიტლერის იდეოლოგიის და ნაცისტური სახელმწიფოს აღორძინების მცდელობა, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა?


გარდაცვლილ გერმანელ ინჟინერს, რომელმაც ნეონაცისტურ პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) 7 მილიონი ევროს ქონება დაუტოვა, ალბათ, თავში აზრადაც არ მოსვლია, თუ რამხელა ცოდვას ჩადიოდა ადამიანთა მოდგმის ისტორიაში ყველაზე საშიში და უბოროტესი იდეოლოგიის დაფინანსების სახით (ასეთებს საამისოდ ნიჭი და ფანტაზია არასოდეს ჰყოფნით), მაგრამ მან ეს ჩაიდინა და სიკვდილის წინ მთელი თავისი უძრავი და მოძრავი საკუთრება ნეონაციტებს უსახსოვრა.


ექსპერტებმა, რომლებმაც ანდერძი უკვე შეამოწმეს, განაცხადეს, რომ გარდაცვლილის უკანასკნელი ნების დამადასტურებელი ქაღალდის ნამდვლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.



ინჟინერმა, რომელმაც ნეონაცისტური პარტიის ისტორიაში უდიდესი შემოწირულობა გაიღო, თავისი თანხა ძირითადად ოქროს ზოდების და მონეტების, ასევე პატენტების, მამულის და რამდენიმე მაღალი ღირებულების მქონე ნაგებობის სახით დატოვა.


ქვემო საქსონიელ ინჟინერს, რომელმაც AfD-ს ისტორიაში უპრეცედენტო შემოწირულობა გაიღო, არ დარჩენია პირდაპირი მემკვიდრეები. ამის გამო, გერმანელ ნეონაცისტებს ქონების გაყოფაში მეტოქეც არ გამოუჩნდებათ. მათ უკვე განაცხადეს, რომ მემკვიდრეობის მიღებაზე უარს არ იტყვიან.


თუმცა, ზუსტად რამდენს შეადგენს გარდაცვლილი ინჟინრის ქონება, ბოლომდე მაინც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან მემკვიდრეობა ძირითადად ოქროშია მოცემული, ხოლო ინჟინრის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე (ანუ 2018 წლიდან დღემდე) ოქროს ფასი 20 %-ით არის გაზრდილი.


ალტერნატივა გერმანიისთვის


გასულ კვირაში ნეონაცისტურ პარტიას კიდევ ერთი მსხვილი შემომწირველი გამოუჩნდა ბერლინიდან, რომელმაც “ალტერნატივის” ანგარიშზე 100 ათასი ევრო დარიცხა.


სწორედ მსხვილი შემომწირველების და დიდი ფინანსების წყალობით მოვიდა ადოლფ ჰიტლერიც ხელისუფლების სათავეში გასული საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისტორია არ განმეორდება და მსგავსი მსხვილი შემოწირულობები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს წარმოადგენს.


2
227
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
227
  
2020, 15 თებერვალი, 3:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 თებერვალი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2