x
მეტი
  • 20.09.2020
  • სტატია:103422
  • ვიდეო:347731
  • სურათი:467683
ვიდეო: დიდ ბრიტანეთში სამგზავრო თვითმფრინავს მეხი დაეცა
image


ავია-კომპანია Aer Lingus-ის სამგზავრო თვითმფრინავს მეხი დაეცა. ინციდენტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა. იმ მომენტში ბრიტანეთში მძვინვარებდა ქარიშხალი "სიარა."
თვითმფრინავი რეისი EI 277-ი ახორციელებდა ფრენას ბირმინგემიდან დუბლინამდე. Daily Mail- ის ცნობით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა აეროპორტში.
მომხდარის შემდეგ მსხვერპლი არ არის. თვითმფრინავი არ დაზიანებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარიშხალი "სიარა" თავს დაატყდა ბრიტანეთს. მას უკვე უწოდეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი.. ძლიერი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ორშაბათს ასობით ფრენა გაუქმდა დიდ ბრიტანეთში.




0
511
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0