x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც მოხდა ან იქნებ სულაც არ მოხდა და მკითხველს ვთავაზობ უბრალოდ წასაკითხად

image იყო და არა იყო რა, იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ოცნება აისრულა და გახდა "კანონიერი ქურდი", მალე იმდენი ქნა "საერთო" ანუ "ტყავიც" გადაიბარა და სსრკ-ს მასშტაბით პატივსაცემი კრიმინალიც გახდა, მაგრამ გავიდა დრო და ხანი და ეს პატივსაცემი "კანონიერი ქურდი", რომელსაც მოესწრო, რუსი ეროვნების ცოლის მოყვანა და ორი ბიჭის გაჩენა, "ქურდულ სხოდკაზე" დაიბარეს, სადაც "ქურდული საერთოდან" ფულის მოტეხვის გამო ჯერ კარგად მიბეგვეს, მერე კი პანღური უთავაზეს და გააგდეს.
ადგა ეს ჩვენი ყოფილი პატივსაცემი "კრიმინალი" და ლოთობას მიჰყო ხელი, როგორც ლოთები ამბობენ ალკოჰოლი დარდს აქარვებს, ამასობაში ამ ყოფილს ცოლიც გაუბო*და და ასევე კრიმინალი გაიჩინა საყვარლად.
ეს ჩვენი ყოფილი ღვიძლის დაშლით გარდაიცვალა (თუმცა მისმა ოჯახმა ინფარქტი დაასახელა გარდაცვალების მიზეზად).
დაკრძალეს ეს ყოფილი და იმავე კვირას მისი ცოლი თუ აქამდე ხასად ჰყავდა მოქმედ კრიმინალს ახლა უკვე ცოლად გაჰყვა და ყოფილი ქმრის სახლშიც შეისახლა, შეისახლა და მალე გოგონაც გააჩინეს.
კრიმინალი რისი კრიმინალი იქნებოდა წყნარად მჯდარიყო, იმდენი ჰქნა ცოლის ყოფილი ქმრის სახლი წააგო და უშველებელი სახლიდან ერთ პატარა სახლში მოუწიათ გადაბარგებამ, თან მამინაცვალი გერებს როგორც მოეხასიათებოდა ისე უტყაპუნებდა.
მობეზრდათ გერებსაც მამინაცვლისგან ცემა-ტყეპის ატანა და პოლიციის სამმართველოში ჩაირბინეს: "ჩვენს მამინაცვალს სახლში "პუგაჩი" უდევს, ჩვენც გვცემსო".
მიშას პრეზიდენტობის პერიოდი იყო და 8 წელი მიუსაჯეს, სასამართლოს დარბაზში კი გერებს დაუბარა, რომ გამოვალ დაგაჭრით თავებსო.
გამოსვლის დრო, რომ დადგა ერთერთმა არიქა დროზე ვუშველი თავსო და სირიაში მოინდომა წასვლა, მანამდე ისლამი მიიღო, წიგნი, რომ არ ჰქონდა არასდროს გადაშლილი ყურანის სწავლაც დაიწყო და ქისტებსაც შეეხმიანა, აბა ვინ აპირებს სირიაში წასვლას მოვდივარო.
იმდენი ქნა თავი დააჭერინა და სხვებიც დააჭერინა ვისთანაც იყო კავშირში.
სასამართლოზე კი ყველაფერი აღიარა და 9 შვილის მამა ქისტი კაცი, რომელიც ადვოკატების მტკიცებულებებით სირიაში სულაც არ აპირებდა წასვლას ციხეში გააშვებინა.
მამინაცვალმა გამოსვლა კი მოასწრო, მაგრამ ქუჩაში ნაჯახით "ხმალაობის" გამო უკანვე შეაბრუნეს.
ღმერთია მოწმე ამ სტატიის დაწერა არ მინდოდა, მაგრამ ერთ გაუზრდელ, უწიგნურ და ხეპრეს დააშოშმინებს და მიხვდება, მისი იდიოტობების გამო არც ნერვებს მოვიშლი და არც სახლში მივუვარდები.
ერთხელ უკვე "გაიჩალიჩა", მეორეჯერ უფრო ღრმად შეტოპავს და უკან ვეღარ გამოცურავს.

0
602
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
602