x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიდეო: ჰიჩკოკისეულმა ფრინველთა გუნდმა ამერიკელები შეაშინა
image



იანვრის ბოლოს ტეხასის მაცხოვრებლები შეაშინა ფრინველების გიგანტურმა გუნდმა, რომელშიც რამდენიმე ათასი ფრინველი იყო. 1963 წლის ჰიჩკოკის თრილერის ცნობილი ეპიზოდის მსგავსად, ფრინველები წარმოუდგენელი ხმაურით დაეშვნენ სავაჭრო ცენტრთან ახლოს ქალაქ ბერლესონში, ასევე, თავად შენობის სახურავზე.



თვითმხილველის თქმით, იმდენი ფრინველი იყო, რომ ცა სიტყვასიტყვით დაბნელდა მათ გამო, ხოლო, ხმაური იყო დამაყრუებელი. რამდენიმე ადამიანმა მოახერხა ამ ბუნებრივი მოვლენის ვიდეოზე გადაღება და ვიდეორგოლები გამოაქვეყნა ქსელში. ავტორებს შორისაა ამერიკელი ტრეისი მილერი.



ტრეისის თქმით, ის ფაქტი, რომ ფრინველები დაფრინავდნენ უზარმაზარი ბუზებივით ღრუბლებში, გამოიწვია ნამდვილი შიში; ფრინველები ყველგან იყვნენ - შენობების სახურავებზე, მანქანებზე, ხეებზე, მიწაზე ... ციდან მოდიოდა მათი ხმაური, ფრთების თხლაშუნი და ეს ყველაფერი უკიდურესად ხმამაღალი იყო.







0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0