x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შვეიცარიაში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა
ნუდისტური რესტორანი


ზაფხულობით საქართველოში ალბათ, არაერთგზის გექნებათ ნანახი, კარგი დამრტყმელ-პურისმჭამელი საძმო სადმე, მდინარის პირას სრულიად შიშვლად როგორ გეახლებათ იქვე, აკაციების თუ ტირიფების ჩრდილში შემწვარ ღორის მწვადს, ჩაციებულ საზამთროს და 20-ლიტრიანით წაღებულ კარგ კახურ ღვინოს. ამიტომ ვის, ვის და ქართველს სიშიშვლით ვერ გააკვირვებ, მაგრამ მდინარის პირას გამართული ქართული ქეიფები თუ მხოლოდ მამრობითი სქესის გეი თემის წევრების ფანტაზიის გასახარად არსებობს, ის რაც შვეიცარიაში შეიქმნა, ქალების და მამაკაცების გულებს ერთნაირად მოეფონება, რადგან გენდერული ბალანსი აქ, ქართული მდინარის შენაკადებისგან განსხვავებით, სრულად არის დაცული. საუბარია პირველ ნუდისტურ რესტორანზე, რომელიც შვეიცარიაში გაიხსნა და რომელიც სპეციალურად სიშიშვლის მოყვარულებს მოემსახურება.


ცნობილია, რომ რესტორანი სტუმრებს თებერვლის ბოლოს გაუღებს კარს. გაზეთ “Schweiz am Wochenende”-ს თანახმად, კვების ობიექტი, სახელწოდებით "ედელვაის ბაზელი – ნუდისტური ლაუნჯი", გაიხსნება რებგასეს 39-ში, იმ შენობაში, სადაც ოდესღაც გეი და ლესბოსური კლუბი იყო განთავსებული.


გამოცემის ცნობით, სტუმრები ტანსაცმელს გარდერობში დატოვებენ, ხოლო ყველაზე მორცხვი კლიენტები შეძლებენ, შეინარჩუნონ საცვლები. თუმცა, რესტორნის მიმტანები სრულიად შიშვლები იქნებიან.



მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში მსგავსი რესტორანი სიახლეა, ანალოგიური კონცეფცია პარიზსა და ლონდონში რამდენიმე წლის წინ უკვე სცადეს, მაგრამ ორივე ლოკაცია დაიხურა დასაჯდომი ადგილების სიმცირის და ხალხმრავლობის გამო.


ნუდისტური რესტორანი 2


აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში არ არის აკრძალული საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გაშიშვლება, რამდენადაც იგი არ არის დესტაბილიზაციის ან არეულობის მოწყობისკენ მიმართული.


ამ ლიბერალური დამოკიდებულების მტკიცებულებაა “სხეულისა და თავისუფლების ფესტივალი”, რომელიც ციურიხში ყოველწლიურად, აგვისტოში ტარდება და სადაც მონაწილე მსახიობები სრულიად შიშვლები გამოდიან ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებში.

1
905
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
905
  
2020, 14 თებერვალი, 0:59
რა საზიზღრობაა...
0 1 1