x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიყვარული კორონავირუსის წყალობით
image

კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც არ ცხრება, მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის "თავის ტკივილად" იქცა. მაგრამ არა ორი ახალგაზრდასთვის, რომლებიც ნამდვილად არ ნანობენ ამის გამო:ესაა 18 წლის დანილ პარფენოვიჩი კრასნოიარსკიდან და ინა სავინცევა კიროვის ოლქიდან.


მადლიერი არიან ეპიდემიის (თუმცა ამ კონტექსტში შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ეს სიტყვები) რადგან დანიელმა გაიცნო ინა, უფრო მეტიც ... ერთმანეთი შეუყვარდათ.


” უხანის აეროპორტში გადავწყდით ერთმანეთს, ჩინეთიდან რუსი მოქალაქეების ევაკუაციიის დროს, - ამბობს დენიელი - მეგობარ ვადიმთან ერთად ვიყავი, ორგანიზატორებმა შეადგინეს სიები, ამოწმებდნენ სახელებს და გვარებს. ჯერ მას გამოუძახეს, შემდეგ ჩემს მეგობარს, ბოლოს კი მე და ასე, ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავდექით. ინა და ვადიმი ერთმანეთს მიესალმნენ, შემდეგ გამოელაპარაკნენ. სხვათა შორის, მას ნიღაბი ეკეთა და ჩვენც . მერე რაღაც ვკითხე და რატომღაც მან თავად გამოიჩინა ინიციატივა . მკითხა, ვინ ვარ, საიდან.... ჩემი მეგობარი უცებ სადღაც "გაქრა".


image

image

როდესაც წყვილი ტიუმენში ჩაფრინდა, ისინი კარანტინში მოაქციეს «Градостроитель»-ის სანატორიუმში. ახალგაზრდები ცდილობდნენ ადმინისტრაცია მოეტყუბინათ, თითქოს სამოქალაქო ქორწინებაში იყვნენ, რომ ერთად მოეთავსებინათ პალატაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.


პარფენოვიჩს და სავინცევას კომუნიკაცია მხოლოდ მესენჯერების საშუალებით შეუძლიათ, მათ აკრძალული აქვთ ოთახების დატოვება.


ბიჭი აღიარებს, რომ ყველაზე მეტად ოცნებობს შეყვარებულს პირადად შეხვდეს. იგი ირწმუნება, რომ ყოველთვის სურდა მხოლოდ ასეთი გოგონა; მათ უკვე დაგეგმეს მომავლისთვის რაღაცეები".


სავინცევა ჩინეთში მუშაობდა ლიცენზირებულ მუსიკალურ რედაქტორად - ხმოვანი გაფორმება, მუსიკალური ფაილების გასწორება და ა.შ. პარფენოვიჩი სწავლობდა "ბიზნესის" სფეროში, მაგრამ მხოლოდ ერთი კურსის დასრულება შეძლო.

ჯერჯერობით ორივე კარანტინშია, ორიოდე დღის წინ ინას ტემპერატურა მოემატა და სპეციალურ ბლოკში მოათავსეს.


image

-ჯერ ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ არის. მდგომარეობა? მართალი გითხრათ, ცუდად ვგრძნობ თავს, - განუცხადა ინამ КП-ს კორესპონდენტს.

-ახლა ყველაზე ძალიან რა გინდა?

image

-შევხვდე მას პირადად(იცინის), ერთად გავისეირნოთ ქუჩაში, როდესაც გამოგვწერენ, ერთი კვირა მაინც დავრჩებით ტიუმენში, ამ ქალაქს მოვინახულებთ, ვერ წარმოიდგენთ როგორ უბრალო რამეებს ნატრობ, როდესაც ასეთ სიტუაციაში ხვდები.


რუსეთში ახალი კორონავირუსით, (რომელსაც მიენიჭა სახელი Covid-19)ორი პაციენტი იყო დაავადებული, ორივე გამოჯანმრთელდა და გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა ერთი პაციენტის, ვან იუნბინის ცოლ-შვილი 14 თებერვლამდე კარანტინის ქვეშ იქნება.

0
392
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0