x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბედნიერების 3 საიდუმლო

image




1) ეცადე განივითარო კმაყოფილების გრძნობა

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რომც იყო და ყველაფერი გქონდეს რისი შეძენაც ფულითაა შესაძლებელი, ეს ბედნიერების მომტანი ნამდვილად არ არის. შეიძლება იკითხო, რატომ? ბრძენმა მეფე სოლომონმა ასეთი სიტყვები თქვა : ჩემს თავს დავრთე ნება რაც კი მსურდა ყველაფერი მეკეთებინა, მაგრამ შემძულდა სიცოცხლე. გახსოვდეს - ფული არ მოგანიჭებს ბედნიერებას.

2) ნუ გახდები შურიანი

თუ შენი მეზობელი ახალ წელს 1 მეტრიანი ნაძვისხით ხვდება, ნუ შეგშურდება მისი და ნუ დადგამ 2 მეტრიან ნაძვისხეს. გახსოვდეს - გაიხარე სხვისი წარმატებითა თუ კეთილდღეობით და ბედნიერი იქნები.

3) შეინარჩუნე ან განივითარე დადებითი განწყობა

არავის სიამოვნებს მოღუშული სახის ყურება, ამიტომაც ხშირად გაიღიმე. თუ მეგობარს შეხვედრის ადგილას ელოდები ის კი აყოვნებს, დამშვიდდი, და მოსვლისას ნუ ეტყვი - სად ხარ ამდენ ხანსო, არამედ გაუღიმე და ჰკითხე - “გზაზე რამე პრობლემა ხომ არ შეექმნა".


image


დასკვნა : თუ იქნები კმაყოფილი იმით რაც გაქვს, სხვების წარმატებს სიხარულით თუ შეხვდები და ხშირად გაიღიმებ ეს დაგეხმარება, რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:აი ნახე 77
აი ნახე 77
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0