x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაკოლეი კალკინმა პირველად გააკეთა განცხადება მაიკლ ჯექსონის შესახებ,რომელიც პედოფილიაში იყო ბრალდებული
image39 წლის მსახიობი ბავშვობიდანვე იცნობდა პოპ-მუსიკის მეფეს, ითამაშა მისი სიმღერის- "Black or White" კლიპში და ამის გარდა გახდა მუსიკოსის ქალიშვილი ნათლია. კალკინმა ჯექსონის მიმართ წამოყენებული ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა.


მაკოლეი კულკინი გადაიღეს ამერიკული ჟურნალის Esquire- ის მარტის ნომრისთვის. მან აგრეთვე მისცა ვრცელი ინტერვიუ, სადაც შეეხო ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემასაც.


მსახიობმა ღიად ისაუბრა ჯექსონის პედოფილიის ახალ ბრალდებებზე, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური ფილმის- "დატოვო ნევერლენდის"შემდეგ აგორდა, სადაც ორი გმირი ირწმუნებოდა, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.


კალკინის თქმით, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე იცნობდა ჯექსონს, მას არასდროს შეუმჩნევია, რომ მომღერალს რაინე უკანონო ქმედება ჩაედინოს. მსახიობმა აღნიშნა, რომ ახლა რაიმეს დამალვას და მიჩქმალვას აზრი არ აქვს, რადგან მომღერლის გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა. მან აღნიშნა, რომ მუსიკოსთან 22 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი მეგობრები იყვნენ.

" დავიწყებ ასეთი განცხადებით, უფრო სწორად, სიმართლით. მას ჩემთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. არც არასდროს მინახავს. აზრი არ აქვს რამის დამალვას. კაცი მოკვდა და ახლა შესაფერისი მომენტია, რომ ვისაუბრო. მე რომ რაიმე მქონდეს სათქმელი, ვეტყოდი, მაგრამ არასდროს არაფერი მინახავს; მას არასდროს არაფერი გაუკეთებია"-აღნიშნა კალკინმა.

კალკინმა ასევე თქვა, რომ მან ჯექსონი უკანასკნელად ნახა 2005 წელს სასამართლო პროცესზე, სადაც მუსიკოსს ბრალად ედებოდა 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება.


"მარტო სახლის" ვარსკვლავი და პოპ-მეფე შესვენების დროს ტუალეტში შეხვდნენ ერთმანეთს. "ჩვენ უკეთესია არ ვისაუბროთ. არ მინდა გავლენა მოვახდინო შენს ჩვენებაზე", -უთხრა მაშინ მუსიკოსმა, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მოგვიანებით ჯექსონი სრულად გაამართლეს.


პოპ-მუსიკის მეფე, მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა 50 წლის ასაკში, იგი ითვლება ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად პოპ-მუსიკის ისტორიაში, აღებული აქვს "გრემის" 15 პრემია, 25-ჯერ იყო გინესის წიგნის რეკორდსმენი, გაყიდული ალბომების რაოდენობით მხოლოდ "ბიტლზს" და ელვის პრესლის ჩამორჩება.



intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები


0
833
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0