x
ქუთაისში არასრულწლოვნები შოკოლადის მოპარვის და ჰომოფობიის გამო გაასამართლეს

imageქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა არასრულწლოვნების ე.მ და ი.ა-ს საქმე. პროკურორის მტკიცებით, მათ მაღაზიიდან შოკოლადი მოიპარეს და მუქარა განახორციელეს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

"დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი №25-ში მდებარე შპს „დ---–ში“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 35.25 ლარის ღირებულების შოკოლადებს. შემდეგ, ჰომოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ერთ-ერთ თანატოლს"

არასრულწლოვნები მოსამართლე ნანა ჯოხაძემ ქურდობის და ჰომოფობიის ნიადაგზე მუქარის მუხლით გაასამართლა.

აღნიშნული დანაშაულები 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოსამართლის განმარტებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად და სსკ-ის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდათ 3
წელი.

1
234
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
234
  
2020, 15 თებერვალი, 3:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1