x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101514
  • ვიდეო:346703
  • სურათი:465399
მამა ანდრია: ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან
image

მამა ანდრია სარიას მტკიცებით, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა მძღოლმა შეუსწრო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.ტელეკომპანია ავრცელებს ფარული ჩანაწერის ნაწყვეტს, სადაც მამა ანდრია სარია ესუბრება მამა შიოს, მეუფე თეოდორე ჭუაძეს და კიდევ ერთ მღვდელთმთავართან .



მამა ანდრია სარია ითხოვდა ეპისკოპოსის დასჯას, რადგან ჰქონდა მონაზონთან სქესობრივი კავშირი, თუმცა საქმე ჩაიფარცხა.


სარია "მთავართან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბერი, რომელმაც ეპისკოპოსი ამხილა ამავდროულად მძღოლიც იყო, ამაზე პატრიარქსაც ესაუბრა:


"როდესაც მივიდა ეს ბერი და უთხრა პატრიარქს, რომ მე ვნახე ეს ყველაფერი, (სქესობრივი კავშირი)თქვენო უწმინდესობავო, უთხრა, რომ ის ეპისკოპოსი უნდა განიკვეთოსო, ანდა მე წავალ ეკლესიიდანო. ერთ კვირაში დაიბარეს და ამ საკითხზე პასუხს გეტყვითო. ერთ კვირაში რომ მივიდა, ჯობია შენ წახვიდეო. ეს ბერი განიმოსა და ახლა საბურთალოზე ბინაში ცხოვრობს", — ამბობს სასულიერო პირი.


შეგახსენებთ, მამა ანდრია სარიას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ მას უჭერდა მხარს და საპატრიარქოს აკრიტიკებდა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ სარიამ არ გაითვალისწინა საპატრიარქოს გაფრთხილება საჯარო განცხადებების შესახებ.

1
774
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
774
  
15 თებერვალი, 19:10
რაც შეიძლება მეტ სიბინძურეში ამხილეთ ერთმანეთი,ხალხმა კარგად რომ შეგიძულონ.
0 1 1