x
მეტი
  • 20.09.2020
  • სტატია:103422
  • ვიდეო:347731
  • სურათი:467683
,,პლასტიკური მონსტრები'' -7 ყველაზე უჩვეულო და შესამჩნევი გარდასახვა
image


1. ვალერია ლუკიანოვა 33 წლის

image

ალბათ, ბევრჯერ გინახავთ ინტერნეტში ამ უკრაინელი მოდელის ფოტოები, გოგონა ამტკიცებს, რომ მხოლოდ მზის ენერგიით იკვებება, რომ მასონია, მეტაფიზიკოსი, მედიუმი, მწერალი, ჯადოქარი... ქირურგებმა მას დიდი მკერდი, წვრილი წელი (47 სმ), სწორი ცხვირი, გამოკვეთილი ნაკვთები და მსხვილი ტუჩები “აჩუქეს''. ხალხი მას ოდესის ბარბის თოჯინას ეძახის.



2. ალინა კოვალევსკაია 26 წლის

image

გაიცანით კიდევ ერთი ბარბი ოდესიდან, რომელიც დარწმუნებულია რომ უფრო პოპულარული გახდება ვიდრე მისი კონკურენტი ბარბი, თუმცა გოგონა ამტკიცებს, რომ პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია და ეს გარდასახვა მხოლოდ მაკიაჟის დამსახურებაა.


3. ლოლიტა რიჩი 20 წლის

imageკიდევ ერთი უკრაინელი “ბარბი''. კიეველ გოგონას ასევე წვრილი წელი (50 სმ) და დიდი მკერდი აქვს (32F), რომლისაც თვით პამელა ანდერსონსაც შეშურდებოდა. გოგონა პოპულარული 16 წლის ასაკიდან გახდა, ფსევდონიმი მას დედამ შეურჩია და მისი აგენტიც ასევე დედაა.

image


4. ჟასმინ ტრიდევილი 35 წლის

image

მისი ფოტოების ნახვისას მხოლოდ ერთი კითხვა გაგიჩნდებათ- რატომ? გოგონას თქმით, მან ასეთ უჩვეულო ოპერაციაში 20 000 დოლარი გადაიხადა და კონსულტაციისთვის 50 ზე მეტ ექიმს მიმართა, თუმცა ასეთი ოპერაციის ჩატარება მხოლოდ ერთმა გაბედა. მიზანიც საკმაოდ მარტივი ჰქონდა: სურდა მამაკაცების ყურადღება მიეპყრო, რაც თავისთავად, გამოუვიდა კიდეც. გოგონას იწვევდნენ სხვადასხვა წვეულებებსა და ღონისძიებებზე, მასზე წერდნენ მედიაში და ა. შ.

შემდგომში, როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ტამპის აეროპორტში პოლიციამ მისი ბარგი გაჩხრიკა, სადაც “დასაკდავი მკერდი'' ნახეს. ამის მიუხედავად გოგონა ამტკიცებს, რომ მკერდი ნამდვილი აქვს და ოპერაციის ვიდეოც არსებობს, დასამტკიცებლად კი ეძებს ტელეკომპანიას, რომელიც ამ ვიდეოს იყიდის და გააშუქებს.


5. ვიქტორია უაილდი 30 წლის

image

ლატვიელმა გოგონამ დაახლოებით 50 000 დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სათამაშო თოჯინას დამსგავსებოდა სექსშოპის მაღაზიებიდან. მისი მთავარი მიზანიც ყურადღების მიპყრობა იყო. გოგონას თქმით გარდასახვის შემდეგ მეგობრები მას დაბადების დღეს აღარ ულოცავენ, მაგრამ სამაგიეროდ მამაკაცები ქუჩაში აშტერდებიან და არ სჯერათ რომ ასეთი ქალი მართლა არსებობს.


6. ჯასტინ ჯედლიკა 38 წლის

image

მისი ფოტოებიც სავარაუდოდ გექნებათ ინტერნეტში ნანახი, მამაკაცმა 110 000 დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ თოჯინა კენს დამსგავსებოდა. ოპერაციების გაკეთება მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო და გაჩერებას ჯერ ჯერობით არ აპირებს.

image


6. კრისტინა ბუტელი 33 წლის

image

image

ბრიტანელმა გოგონამ 160 000 დოლარი გადაიხადა ოპერაციებსა და სხვადასხვა პროცედურებში იმისთვის, რომ თავის კარიკატურას დამსგავსებოდა. კრისტინას ეს ნახატი 14 წლისას აჩუქეს იბიცაზე დასვენების დროს, სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა ეს აკვიატებაც

0
887
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
887
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0