x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გადავრთე, ვუყურე და დიანა შემეცოდა, ძალიან შემეცოდა-გია იაკობაშვილი
image

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი დიანა ტრაპაიძის და ანრი ოხანაშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:



მდააა… იმდენმა დაწერა და ისეთები დაიწერა დიანა ტრაპაიძესთან ანრი ოხანაშვილის სტუმრობის შესახებ, რომ იძულებული გავხდი გადამეხვია და მეყურებინა, თორემ საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გადართო ტვ-პირველზე…



თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორსაც კი გაუკვირდა და ორჯერ მკითხა, მართლა მაგ არხზე გადავრთო თუ მეხუმრებიო.
გადავრთე, ვუყურე და დიანა შემეცოდა, ძალიან შემეცოდა, რადგან ვიცნობ – 2009-2010 წლებში ჩემთან მუშაობდა ITV.GE-ში, იმ ინტერნეტ ტელევიზიაში, რომელსაც შემდეგ დონაძის კაპანაძე PRESA.GE-სთან ერთად დაეპატრონა, სწორედ ის კაპანაძე, დღეგამოშვებით რომ ზის დიანას ეთერში და დიანას ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ შესაბამისი კითხვა დაესვა კაპანაძისთვის – “როგორ მოხვდი მანდა?!”





დღევანდელ გადაცემას რომ დავუბრუნდე და ერთი სიტყვით რომ შევაფასო, მხოლოდ ერთი სიტყვა მახსენდება – “ამაზრზენი”.
ამაზრზენია, ჯანდიერის მოშველიება ექსპერტად; ამაზრზენია, ხელის გაშვერა ე.წ. “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისკენ”, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ეთიკასთან და არც ჟურნალისტიკასთან.
და, უკვე ძალიან ამაზრზენი გახდა ტრაპაიძის მხრიდან იმის შეხსენება, რომ 7 ნოემბერს იგი კეზერაშვილის მუტრუკებმა ათრიეს.
კეზერაშვილის მუტრუკებმა გიორგი თარგამაძეც “ათრიეს”, თუმცა მერე, იგივე კეზერაშვილთან შეთანხმებით, მთელ საქართველოში დაათრევდა გაუგონარ ტყუილს – “დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო”… და დღეს კეზერაშვილის ტელეკანტორაში მოღვაწეობს.

image

ჯობს, შევწყვიტო “ტკბილი მოგონებები”, ჯობს მოვნიშნო Dianna Trapaidze და ვკითხო:
– დიანა, რამით გაშანტაჟებენ ეს ნაძირალები თუ რაშია საქმე? მე ხომ ვიცი, როგორ გეზიზღება ყველა ის, ვისაც დღეს თავგადაკლული იცავ! იმ “ქარტიის” შესახებ მე და შენ ხომ ბევრი გვიხუმრია და გვიცინია! რამდენიმე თვის წინ რომ დაგირეკე და გისაყვედურე, ეს გარეწარი კაპანაძე სულ რომ ეთერში გიზის, რატომ არ შეახსენებ itv-ს და რატომ არ შეახსენებ presa.ge-ს მეთქი, მახსოვს, ამოიოხრე, მე არავინ არაფერს მეკითხებაო.



ჰოდა, მართლა შემეცოდე მაშინ და… დღესაც შემეცოდე, რადგან ძალიან ცუდი სანახავი და კიდევ უფრო ცუდი მოსასმენი იყავი. მართლა


•••••••••


ნათქვამია, რომ ადამიანს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაშინ აყენებენ, როცა იცოდებენ… მაგრამ ისიც ხომ სწორია, რომ “…ყველა შენი თავითაო”!” – წერს იაკობაშვილი.




ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა



0
489
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0