x
image
Yoona
Mediator image
აი, რას ამბობს მიმიკური ნაოჭები შუბლზე თქვენი ხასიათის შესახებ
მიმიკური ნაოჭები ყველას განსხვავებული აქვს, რადგან ჩვენ, ყველა ემოციებს განსხვავებულად გამოვხატავთ ემოციებს, ამასთან სახის კუნთები ყველას ერთნაირად განვითარებული არ აქვს.

ნახეთ, რას ამბობს მიმიკური ნაოჭები შუბლზე თქვენი ხასიათის შესახებ.


წარბები ასწიეთ და აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ:

image


1. ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის

image

თქვენ ემპათიას და იუმორის გრძნობას ფლობთ!

ეს ხაზი იმას უჩვენებს, რომ თქვენ ბევრს იჭმუხნებით. თქვენ ბევრს ფიქრობთ. თითოეულ პრობლემაზე ღრმად ფიქრობთ. შესაძლოა, თქვენ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც მუდმივად ცდილობს, რომ სამყაროს საიდუმლოება ამოხსნას, იფოლოსოფოს და სულიერ საკითხებზე ფიქრობს. ყოველდღიურ პრობლემებზეც დაფიქრდით.

უყურადღებო ადამიანი არ ხართ და სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი გაქვთ. ადამიანებს მარტივად უგებთ. ყველას თავაზიანად ეპყრობით, ამიტომ ბევრი გულს ადვილად გიშლით.

თქვენი იუმორის გრძნობა მეგობრებს უფრო მეტად იზიდავს. მათ თქვენთან ურთიერთობა მოსწონთ. საიდუმლოებებს გიმხელენ და შემდეგ უკვე თქვენს დროულ ხუმრობაზე ერთად იცინით.


2.ორი ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის

image

თქვენ პერფექციონისტი ხართ!

თქვენ ძალიან ვნებიანი პიროვნება ხართ. ნებისმიერ საქმეში ბოლომდე იხარჯებით. ნამდვილი შრომისმოყვარე ხართ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვთ.

ყველაფერს მეთოდურად აკეთებთ, მაგრამ ძალიან კეთილსინდისიერი ხართ. ამის გამო ხშირად სტრესს განიცდით, თუნდაც მცირე პრობლემების დროს.

მიუხედავად ამისა, დანაპირებს ასრულებთ და ნამდვილად თავდაუზოგავი ადამიანი ხართ. ყოველი დასრულებული პროექტის შემდეგ თავს თავისუფლად გრძნობთ.


3.მიმიკური ნაოჭის არ არსებობა

image

თქვენი წყობილებიდან გამოყვანა არავის შეუძლია!

ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. ჯანსაღი გონება გაქვთ და ცხოვრებაში ნეგატივს არ განიცდით. ოპტიმიზმით და პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. წარუმატებლობას წყობილებიდან არ გამოყავხართ.

როცა სირთულეებს აწყდებით, გეგმას ადგენთ, რომელიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ნამდვილი მებრძოლი ხართ და შუბლზე ნაოჭების ნაცვლად „ბატის თათები“ გამშვენებთ. პრობლემებს უშიშრად უღიმით. სწორედ ამიტომ, როგორც იმედის სხივს ისე გიყურებენ.


4. ერთი ჰორიზონტალური ხაზი

image

ემოციების დემონსტრირება არ გიყვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ხშირად იღებთ!

თქვენ საკმაოდ ლოგიკური ხართ! ემოციურად მოქმედების ნაცვლად პრობლემებს საღად უყურებთ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ.

ემოციების გამოხატვა არ გიყვართ. თქვენთან უკონტროლო სიცილი ან ცრემლი ძალიან იშვიათად ხდება და მაშინაც კი საღად აზროვნებას ახერხებთ.

თქვენი უნარების წყალობით ნებისმიერი სიტუაციის გაკონტროლებას ახერხებთ, ამიტომ ადამიანები გენდობიან. მითითების გაცემა თქვენთვის ბუნებრივია, რომ ქაოსი წესრიგად აქციოთ და სხვები თქვენს შეუპოვრობას ხედავს. დრო და დრო თავს მარტოსულად გრძნობთ, თუმცა ემოციური აღელვების ნაცვლად კიდევ უფრო ბეჯითად შრომობთ.


5. ორი ჰორიზონტალური ნაოჭი

image

თქვენ ჰუმანისტი ხართ, რომელიც განსაკუთრებულ ხედვას ფლობს!

თქვენ ალტრუისტი ხართ, რომელიც მუდმივად სხვებზე ფიქრობს. ყველაფრისთვის მზად ხართ, რომ ახლობლები ბედნიერები იყვნენ, რადგან ეს თქვენი მთავარი სურვილია.

ცდილობთ, რომ ყველას სამართლიანად და პატივისცემით მოეპყრათ. ურთიერთობაში ძალიან კარგია. სხვების გაბედნიერების სურვილი ურთიერთობის წრის გაფართოებას გაიძულებთ.

იდეალისტი ხართ, რომელიც ცდილობს სამყარო ისეთი გახადოს, როგორიც მას სურს. ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა, თუმცა მსგავსი სამყარო თქვენს ირგვლივ შექმენით. სხვებს ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგებთ. ამ ყველაფერთან ერთად დასვენება არ დაგავიწყდეთ.


6. სამი ჰორიზონტალური ნაოჭი

image

ცხოვრებაში ბევრ პრობლემას შეეჯახეთ, ასე რომ გასაკვირი არაა, რომ ბევრს განიცდით!

თქვენ გარშემომყოფებზე ბევრად უფრო ჭკვიანი ხართ. წლებთან შედარებით ბევრად უფრო ბრძენი და მოწიფული ხართ, ვიდრე ჩანს. ხალხს თქვენი სიღრმით და გონებით აოცებთ. შესაძლოა, იმიტომ, რომ სამყაროს მუდმივად აანალიზებთ და ყველა საიდუმლოს ამოხსნას ცდილობთ.

სავარაუდოდ, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ, ხოლო ტკივილი და სირთულე თქვენთვის მხოლოდ სიტყვა არაა. სწორედ ამიტომ, სხვებს ადვილად უგებთ მათ - თქვენ ხომ მსგავსი რამ უკვე განიცადეთ. იცით, კრიზის გადასატანად ადამიანებს როგორ დაეხმაროთ.

სამწუხაროდ, წვრილმანებზეც ძლიერ განიცდით. დიდხანს და ჯიუტად ფიქრობთ იმაზე, რისი გადაჭრაც მოკლე დროში შეიძლება. გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფრის აწონდაწონვა გიყვართ. თუმცა, სწორედ ამიტომ, თქვენ ხაზს მიჰყვებით იმის მიუხედავად, თუ სხვები რას იტყვიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

რისი თქმა შეუძლია სიმაღლეს თქვენს შესახებ? - პიროვნების ტესტი

image

წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ

image

თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ

image

რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით

image

დაწერეთ სამი ცხოველი და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ

image

0
668
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
668