x
მეტი
  • 28.02.2020
  • სტატია:99745
  • ვიდეო:344734
  • სურათი:462194
არასრულწლოვანის გამტაცებლები პოლიციამ დედოფლისწყაროში დააკავა
image


საგარეჯოში მცხოვრები 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებაში ბრალდებულები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იმალებოდნენ. როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, ორი ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავს სწორედ დედოფლისწყაროს აფარებდა. ასევე არასრულწლოვანია ის პირიც, რომელიც 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანის მიზნით იტაცებდა. მას 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ყველა მათგანი ეთნიკურად აზერბაიჯანელია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.


არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.


გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0