საზოგადოება 14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვსლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება 2020, 13 თებერვალი, 10:22 14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ''ქარვასლა''-ში (ც. დადიანის #7) ზოო ფესტივალი გაიმართება. პროექტს მხარს უჭერს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა სახის ცხოველებსა და ფრინველებს, მიიღონ უფასო კონსულტაცია ცნობილი ვეტერინარი ექიმებისგან და დაესწრნონ ზოო ლექციას. ამას გარდა, მათ ელით უამრავი სიურპრიზი, სხვადასხვა აქტივობა და გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზოომაღაზიები. ბავშვებისთვის კი მოეწყობა ინტერაქციული თამაშები.
R 20 3-ს მოსწონს
|