x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
როგორები არიან მერწყულები ურთიერთობისას და რა კრიტერიუმებით არჩევენ ისინი პარტნიორს?


პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ მერწყულები გამოირჩევიან ინდივიდუალიზმითა და ძლიერი პიროვნულობით. ისინი ურთიერთობას ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამიტომ დიდი გამჭრიახობა და შრომა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მიხვდეთ და მიახვედროთ სინამდვილეში რას გრძნობენ. მერწყულებს თითქმის არ ანაღვლებთ, რას ფიქრობენ სხვები მათ შესახებ. ისინი აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ და მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ.ისინი ადვილად არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ ექცევიან და ამიტომაც არიან უფრო მეტად სექსუალურები.



image



როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობას ეხება, ისინი ძალიან რომანტიკულები არიან და შემოქმედებითობას თავიანთი გრძნობების გამოსახატავად იყენებენ ისინი რთულად გეტყვიან სიტყვა მიყვარხარს, მაგრამ გამოხატავენ ქცევით. ურთიერთობის პროცესში კი დაგიხატავენ ნახატს, მოგიძღვნიან ლექს ან გიმღერებენ სიმღერას.

მათთვის ლამაზი ვახშამი ანდა ფილმის ჩვენებაზე წასვლა საერთოდ არაა კრეატიული, მათგან უფრო ინოვაციურ რამეებს უნდა ელოდეთ. რაც ყველაზე მეტად გამოარჩევთ სხვებისგან ისაა, რომ ისინი საერთოდ არ განსჯიან - მათ არ აინტერესებთ თქვენი წარსული. მხოლოდ ზრუნავენ აწმყოსა და მომავალზე, ამიტომ მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხართ და თქვენ შეძლებთ ერთად პერსონალურ განვითარებას.



რა კრიტერიუმებით არჩევენ პარტნიორს?


მათ არ აინტერესებთ ცნობილი და პოპულარული პიროვნება ანდა ყველასათვის მოსაწონი ადამიანი, ისინი ეძებენ ინდივიდუალურ პარტნიორს, რომელიც ყველასგან რაიმეთი გამოირჩევა. ასე რომ, თუ მერწყულმა თქვენ აგირჩიათ - გამოირჩევით თქვენი ინდივიდუალურობით, ჩაცმის სტილით, არასტანდარტული აზროვნებით, შეიძლება ცოტა დრამატულობითა და სიბრაზით. ისინი ძალიან მხიარულები და ჰუმანურები არიან, თუ ავად გახდებით, კარგად მოგივლიან, რადგან გრძნობენ, რა გჭირდებათ.


რაც შეეხება სექსს...


უყვართ ექპერიმენტები და ემოციების ყველგან და ყოველთვის გამოხატვა, ამიტომ მოგიწევთ, ხანდახან მათი დაშოშმინება.



1
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
206
  
2020, 13 თებერვალი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1